პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
ევროპის მოქმედი ჩემპიონის მიზანი B ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლაა. სანტუშის შეგირდები 7 ოქტომბერს ანდორას შეხვდებიან, ხოლო სამ დღეში პირველადგილოსან - შვეიცარიას, რომელსაც სამი ქულით ჩამორჩებიან და პირველი მატჩი 0:2 აქვთ წაგებული.
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფერნანდუს რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: რუი პატრისიუ ("სპორტინგი"), ბეტუ ("გეზტეპე", თურქეთი), ანტონიო ლოპეში ("ლიონი", საფრანგეთი).
მცველები: ნელსონ სემედუ ("ბარსელონა", ესპანეთი), სედრიკ სუარეში ("საუთჰემპტონი", ინგლისი), პეპე ("ბეშიქთაში", თურქეთი), ბრუნუ ალვეში ("რეინჯერსი", შოტლანდია), ჟოზე ფონტი ("ვესტ ჰემი", ინგლისი), ლუიშ ნეტუ ("ფენერბაჰჩე", თურქეთი), ელიზეუ ("ბენფიკა"), ანტუნეში ("ხეტაფე", ესპანეთი).
ნახევარმცველები: ვილიამ კარვალიო, ბრუნუ ფერნანდეში ("სპორტინგი"), დანილუ პერეირა ("პორტუ"), ანდრე გომეში ("ბარსელონა", ესპანეთი), ჟოაუ მოუტინიო ("მონაკო", საფრანგეთი), ჟოაუ მარიო ("ინტერი", იტალია), რენატუ სანშეში ("სუონსი", ინგლისი).
თავდამსხმელები: ბერნარდუ სილვა ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), ჟელსონ მარტინში ("სპორტინგი"), გონსალუ გედეში ("ვალენსია", ესპანეთი), რიკარდუ კუარეჟმა ("ბეშიქთაში", თურქეთი), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი", ესპანეთი), ანდრე სილვა ("მილანი", იტალია), ედერი ("ლოკომოტივი", რუსეთი).