უეფამ საფეხბურთო ჩემპიონატების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ ცვლილება მოხდა პირველ ოთხეულში. იტალიის სერია A-მ გერმანიის ბუნდესლიგას ადგილი გაუცვალა და მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა.
განახლებულ რეიტინგში იტალიის ჩემპიონატს 64 082 ქულა აქვს, ხოლო გერმანიას – 63 998. აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგა ერთი თვის წინ მეორე ადგილზე იყო და მხოლოდ ესპანეთის ლა ლიგას ჩამორჩებოდა, მაგრამ ევროტურნირებზე გერმანული გუნდების წარუმატებელი თამაში რეიტინგზე მალევე აისახა.
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში სამივე გერმანული გუნდი (“დორტმუნდი”, “ლაიფციგი” და “ბაიერნი”) დამარცხდა, ხოლო იტალიურმა გუნდებმა მოიგეს (“რომა”, “ნაპოლი” და “იუვენტუსი).
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჩემპიონთა ლიგის ერთ ტურში ყველა იტალიურმა გუნდმა 2011 წლის მერე პირველად მოიგო, ხოლო ამავე მონაცემით გერმანული გუნდი გამარჯვების გარეშე 2014 წლის მერე პირველად დარჩა.
გარდა ამისა, იტალიის სერია A-მ სამეულში ადგილი 2010 წლის შემდეგ პირველად დაიბრუნა.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ლიგას, 45-ე ადგილზეა 5.000 ქულით.
აქვე გთავაზობთ საუკეთესო ათეულს:
ლა ლიგა (ესპანეთი) – 92 712
პრემიერლიგა (ინგლისი) – 66 034
სერია A (იტალია) – 64 082
ბუნდესლიგა (გერმანია) – 63 998
ლიგა 1 (საფრანგეთი) – 48 748
პრემიერლიგა (რუსეთი) – 45 582
პრიმეირა (პორტუგალია) – 41 915
იუპერ ლიგა (ბელგია) – 37 100
პრემიერლიგა (უკრაინა) – 35 733
სუპერლიგა (თურქეთი) – 31 600