მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა “ჩელსისთან” მარცხის (1:2) შემდგომ მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც ფრანგმა ფეხბურთელმა თქვა, არ რცხვენია იმის აღიარების, რომ “არისტოკრატებმა” უკეთ ითამაშეს.
“ეს იყო ძალიან რთული მატჩი. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, თუმცა გამარჯვება ვერ მოვახერხეთ.
“ჩელსი” ბევრად უკეთ თამაშობდა. ყველაფერს ხედავდა და აკონტროლებდა. მე ამის აღიარება არ მრცხვენია. ჯერ კიდევ ბევრი მატჩი დაგვრჩა გასამართი და აუცილებლად გავიმარჯვებთ.
მიუხედავად იმისა, რომ გოლი გავიტანე, არ შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ვითამაშე. ბევრად უკეთესად შემიძლია. ამიტომ, საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაო”, - განაცხადა გრიზმანმა.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის მოთამაშემ პირველი ტაიმის ბოლოს თერთმეტმეტრიანით “როხიბლანკოს” დაწინაურება შესძლო, თუმცა მისი გოლი თამაშის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.