საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის 1/8-ფინალში 19 წლის ამერიკელ ტეილორ ფრიტცთან 3:6, 6:3, 1:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 28 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში ნიკამ მეტოქის სწრაფ თამაშს ალღო ვერ აუღო და ამითომაც წააგო. მეორე პარტიაში 3:2-ზე ნიკას სასარგებლოდ, ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა, სეტებში ანგარიში გაათანაბრა და გაჩნდა იმედი, რომ ქართველი ჩოგბურთელი შეხვედრის მოგებას მოახერხებდა, თუმცა ბოლო პარტიაში განადგურდა.
ფრიტცს 12 ეისი ჰქონდა, 8-დან ოთხი ბრეიკი შეასრულა. ნიკამ 3 ეისი ჩაწოდა და 5-დან ორი ბეიკი გააკეთა.
ბასილაშვილმა ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გასვლით 20 სარეიტინგო ქულა და 17, 570 დოლარი გამოიმუშავა.