სუპერ-პოპულარული ამერიკელი მოდელი, მსახიობი, დიზაინერი და ფოტომოდელი პერის ჰილტონი გვარიანად შეძლებული ადამიანია და ბევრი მისებრ “ფეშენ“ პერსონის მსგავსად, ისიც ცდილობს საკუთარი თანხები ისეთ ბიზნესში დააბანდოს, რომელიც ფულსაც ბლომად მოუტანს და შედარებით მყარი შემოსავლის წყაროც იქნება.
ცოტა ხნის წინ, პერისი და მისი ადვოკატები ჩაბმულნი იყვნენ მოლაპარაკებების ციკლში, რომელიც ამერიკული ფეხბურთის ერთ-ერთი კლუბის აქციების საკონტროლო წილის შეძენის შეთავაზებას მოიცავდა. ამერიკის ბულვარული მედია წერდა, რომ კლუბი თავისი სტადიონითა და სავარჯოშო მინდვრებით, პერის ჰილტონს 200 მილიონ დოლარად უნდა ეყიდა.
თუმცა, მრავალი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, პერისმა ამოდენა თანხის ამერიკულ ფეხბურთში ჩადება გადაიფიქრა. თავად მსახიობს აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი აღარ გაუკეთებია, თუმცა მისი ადვოკატი ამბობს, რომ ჰილტონის უარის მიზეზი ის მაღალი რისკებია, რაც ამერიკულ ფეხბურთსა და ზოგადად სპორტს ახასიათებს. პერისი კი ის ქალი არაა, ათას პრობლემებზე გადახტომით ნაშოვნი ფული ქარს გაატანოს.