ფეხბურთი

2:50 | 28.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: პარიზელთა ტრიო და ანტონიო კონტე სიმეონეზე მაღლა (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მეორე სათამაშო დღე ძალიან საინტერესო გამოდგა, აფიშა გამართლდა – “პარი სენ ჟერმენის” შეჩერება გერმანულმა გიგანმტა ვერ მოახერხა, ანტონიო კონტემ დიეგო სიმეონე დაჯაბნა.

“ბარსელონას” გაუჭირდა, მაგრამ მაინც მოიგო, ხოლო აზერბაიჯანის ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა – სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე...

A ჯგუფი

“მანჩესტერ იუნაიტედი” ჯგუფის უდავო ფავორიტია და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ჟოზე მოურინიოს გუნდმა მოსკოვში ვარჯიშით მოიგო და სახლში 3 ქულით დაბრუნდა. ყველაფერი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც რომელუ ლუკაკუს დუბლს ენტონი მარსიალის პენალტიც დაემატა. მეორე ნახევარში გუნდებმა მხოლოდ გოლები გაცვალეს. “იუნაიტედს” სეზონის დიდებული დასაწყისი აქვს და ასე თუ გააგრძელებს, ვინძლო, მაღალ მიზნებსაც უწიოს. მთლიანობაში სახალისო მატჩი გამოვიდა – მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა, ერთი ეგაა, ინგლისელებს მეტი კლასი და გამოცდილება უმაგრებდათ ზურგს და შედეგმაც არ დააყოვნა. მიუხედავად გამანადგურებელი მარცხისა, რუსეთის ვიცე-ჩემპიონისთვის კატასტროფული არაფერი მომხდარა. ცსკა-ს კონკურენტი “მანჩესტერი” ისედაც არ ყოფილა.

სამაგიეროდ, არმიელებს მეორე ადგილისთვის ბრძოლა “ბენფიკასა” და “ბაზელთან” მოუწევთ. უფრო მეტად, ალბათ შვეიცარიის ჩემპიონთან. შესაძლოა, “ბაზელის” “არწივებთან” გამარჯვება სულაც არ იყო განსაცვიფრებელი, მაგრამ ანგარიში ნამდვილად იყო მოულოდნელობა. თუმცა, ამან სრულად ასახა ის, რაც “სენტ იაკობ პარკზე” ხდებოდა. “ბაზელმა” გაცილებით გამოცდილ და ერთი შეხედვით ძლიერ “ბენფიკას” გადაურბინა და გულშემატკივარი ძალიან გაახარა – 5:0.

“მანჩესტერი” ლიდერია და წესით პირველი ადგილისთვის ვერავინ შეეცილება. თავის მხრივ “ბენფიკა” აუტსაიდერია და დარჩენილ რთულ კალენდარასაც თუ მივიღებთ მხედველობაში, პორტუგალიურ გრანდს ძალიან უნდა გაუჭირდეს. აი, ცსკა და “ბაზელი” კი ყველაფერს მომდევნო ორ ტურში ერთმანეთში გაარკვევენ.

“ბაზელი” – “ბენფიკა” 5:0 (2:0) VIDEO

ბაზელი, სენტ იაკობ პარკი”

მაყურებელი: 34 111

“ბაზელი” (3- 4-3): ვაცლიკი; სუხი, აკანჯი, ბალანტა (დიე 80); ლანგი, ჯაკა, ზუფი, პეტრეტა (რივეროსი 68); სტეფენი, ვან ვოლფსვინკელი, ობერლინი (ელიონუსი 74)

მწვრთნელი: რაფაელ ვიკი

“ბენფიკა” (4-4-2): ჟულიო სეზარი; ალმეიდა, ლუიზაო, ჟარდელი, გრიმალდო; ჟივკოვიჩი (სამარისი 74), პიცი, ფეისა, ჩერვი (სალვიო 46); ჟონასი (სეფეროვიჩი 67), ხიმენესი

მწვრთნელი: რუი ვიტორია

გოლები: 1:0 ლანგი (2), 2:0 ობერლინი (20), 3:0 ვან ვოლფსვინკელი (60, პენ), 4:0 ობერლინი (69), 5:0 როვეროსი (77)

გაფრთხილება: აკანჯი (45), პეტრეტი (50), ჯაკა (55) – ჟივკოვიჩი (55), სალვიო (59)

გაძევება: ალმეიდა (62)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (8) – 4 (0) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 0:3 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)

ცსკა – “მანჩესტერი” 1:4 (0:3) VIDEO

მოსკოვი, VEB არენა

მაყურებელი: 29 073

ცსკა (3-5-2): აკინფეევი; ვასინი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი; მარიო ფერნანდესი, ძაგოევი (მილანოვი 72), ვერნბლუმი, გოლოვინი, შენიკოვი; ჩალოვი (ჟამალეტდინოვი 67), ვიტინიო (კუჩაევი 84)

მწვრთნელი: ვიქტორ გონჩარენკო

“მანჩესტერი” (3-4-3): დე ხეა; ლინდელოფი, ბაი, სმოლინგი; იანგი (დარმიანი 67), ერერა, მატიჩი, ბლინდი; მხითარიანი (ლინგარდი 60), ლუკაკუ, მარსიალი (რეშფორდი 72)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1 ლუკაკუ (4), 0:2 მარსიალი (19, პენ), 0:3 ლუკაკუ (27), 0:4 მხითარიანი (57), 1:4 კუჩაევი (90)

გაფრთხილება: გოლოვინი (42), ვერნბლუმი (54), ვიტინიო (59)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 12 (10) ბურთის ფლობა: 41%059% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

B ჯგუფი

ნეიმარი, ედინსონ კავანი და კილიან მბაპე – ამ ბიჭებმა “ბაიერნი” უშანსოდ დატოვეს. “ბაიერნი” არ ყოფილა “პარკ დე პრენსზე” უშანსოდ და უსაქმოდ, მაგრამ პსჟ-მ თავისი მომენტები უფრო გამოიყენა, პსჟ უფრო ორგანიზებულად თამაშობდა და საერთოდაც, პსჟ-მ დამსახურებულად მოიგო. ანგარიში მალევე გაიხსნა: ნეიმარმა დაცვის მარჯვენა ფლანგი გაარღვია და მეგობარი დანი ალვეში ისეთ პოზიციაში დატოვა, გატანის მეტი არაფერი დარჩენოდა. “რეკორდმაისტერი”, რომელიც პარიზს შესუსტებული შემადგენლობით ეწვია, შეეცადა სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ ამასობაში მეორეც გაუშვა – მბაპეს პასი და კავანის იდეალური დარტყმა. ვერაფერს იტყვი, თუმცა სვენ ულრაიხს შესაძლოა უკეთ გარჯა მართებდა... აქვე გეტყვით, რომ კავანი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეხუთე ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ 6 მატჩში მოახერხა გოლის გატანა. აქამდე იგივე რონალდუს, ბურაქ ილმაზს, რუუდ ვან ნისტელროისა და მარუან შამახს გაეკეთებინათ.

30-ე წუთისთვის ნათელი გახდა, რომ გერმანიის ჩემპიონი ამ თამაშის გადამრჩენი არ იყო. მეორე ტაიმში მბაპეს მინი შედევრი ვნახეთ, რომელიც თინეიჯერმა ფრანგმა გოლით ვერ დაასრულა, მაგრამ დაასრულა ნეიმარმა – 3:0. უცნაურია, მაგრამ მხოლოდ ციფრებს თუ ავიღებთ მხედველობაში “ბაიერნი” სჯაბნიდა მეტოქეს. 18(!) კუთხური ჩააწოდა ერთის საპასუხოდ და კარშიც მეტჯერ დაარტყა. მაგრამ, რა გინდა რომ ჰქნა, შედეგი მეტყველებს სხვა რამეზე და შედეგი გვეუბნება, რომ დღეს “პარი სენ ჟერმენი” ერთი თავით მაღლა იდგა, ვიდრე “ბაიერნი”. სხვათა შორის, ძალიან წარუმატებელი ტური გამოუვიდათ გერმანულ გუნდებს – “დორტმუნდი”, “ლაიფციგი” და “ბაიერნი” – სმაივე უქულოდ დარჩა და ასეთი რამ ბოლოს 2014 წელს მოხდა. კარლო ანჩელოტის გუნდი ვერაა ფორმაში და იტალიელს გერმანული მანქანის დაქოქვა მართებს, თორემ სამსახურის დაკარგვის საფრთხის ქვეშ დადგება. წესით, მიუნხენურ გიგანტს ჯგუფიდან გასვლის პრობლემა არ ექნება, რადგან დანარჩენი ორი მეტოქე ძალიან სუსტია. აი, პირველი ადგილისთვის ბრძოლა კი გაურთულდება, თან ძალიან.

ბრიუსელში “სელტიკი” თამაშობდა ფეხბურთს და “ანდერლეხტი” ხელს უწყობდა. ბელგიის ჩემპიონი პირწმინდად დაიჩაქრა შოტლანდიის ჩემპიონისგან - 0:3. ბრენდან როჯერსის ბიჭებმა სამიდან ორი გოლი ბელგიელი მცველების ბავშვური შეცდომების შედეგად შეაგდეს. წესითა და რიგით, მოპოვებული სამი ქულით “სელტიკმა” მესამე ადგილისკენ და ევროპა ლიგისკენ დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა.

“პარი სენ ჟერმენი” – “ბაიერნი” 3:0 (2:0) VIDEO

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

მაყურებელი: 46 252

“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): არეოლა; დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა; ვერატი (დრაქსლერი 90), ტიაგო მოტა (ლო სელსო 86), რაბიო; მბაპე (დი მარია 79), კავანი, ნეიმარი

მწვრთნელი: უნაი ემერი

“ბაიერნი” (4-3-3): ულრაიხი; კიმიხი, შულე, მარტინესი, ტოლისო (რუდი 46), ტიაგო ალკანტარა, ვიდალი; მიულერი (რობენი 69), ლევანდოვსკი, ხამესი (კომანი 46)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 1:0 დანი ალვეში (2), 2:0 კავანი (31), 3:0 ნეიმარი (63)

გაფრთხილება: ვერატი (73) - კიმიხი (23), ვიდალი (45), ტიაგო ალკანტარა (60), რუდი (78)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 12 (6) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 1:18 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)

“ანდერლეხტი” – “სელტიკი” 0:3 (0:1) VIDEO

ბრიუსელი, “ვანდენ სტოკი”

მაყურებელი: 19 898

“ანდერლეხტი” (5-4-1): ბოეკი; ჩიპჩუ, სპაჰიჩი (მბოჯი 44), დენდოკერი, დეშახტი (სტანჩუ 57), აპია; ჰანი (ბრუნო 70), გერკენსი, ტრებელი, ონიეკურუ; ტოედორშიკი

მწვრთნელი: ნიკოლას ფრუტოსი

“სელტიკი” (4-5-1): გორდონი; ლუსტიგი, შიმუნოვიჩი, ბოიატა, ტიერნი; რობერტსი (ფორესტი 78), ნტჩამი, ბრაუნი (ბიტონი 70), როგიჩი (მაკგრეგორი 65), სინკლერი; გრიფიტსი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლები: 0:1 გრიფიტსი (38), 0:2 მბოჯი (50, პენ), 0:3 სინკლერი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 7 (4) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 6:0

მსაჯი: ხესუს ჟილი (ესპანეთი)

C ჯგუფი

ანტონიო კონტემ დიეგო სიმეონეს აჯობა – მთავარი ინტრიგა “ატლეტიკოსა” და “ჩელსის” მატჩში ორი ოდიოზური სპეციალისტის დუელი იყო. ინგლსის ჩემპიონმა მადრიდელებს თამაშშიც აჯობა და შედეგიც დამსახურებულად მიიღო. არადა, ანტუან გრიზმანმა “როხიბლანკო” დააწინაურა. საინტერესოა, რომ ფრანგი გახდა “ვისენტე კალდერონზე” ბოლო გოლის ავტორი “ატლეტიკოს” ფეხბურთელთაგან ჩემპიონთა ლიგაზე და “ვანდა მეტროპოლიტანოზეც” ათვლა მისი გვარით დაიწყო. “ჩელსიმ” მეორე ტაიმში გაქვითა – ალვარო მორატამ ძველი ნაცნობის კარი პირველად აიღო. შეხვედრა თითქოს ისე მიდიოდა, რომ გუნდები ქულას გაიყოფდნენ, მაგრამ მსაჯის ბოლო კომპენსირებულ წუთზე ესპანელთა სანაქებო და სახელგანთქმული დაცვა ჩავარდა – მიჩი ბატშუაიმ კი ჯოკერის როლი კიდევ ერთხელ შეითავსა და “არისტოკრატებმა” 3 ქულა აიღეს. “ჩელსი” გალიდერდა და “ჩელსი” უკვე ფავორიტია. დიეგო სიმეონეს ბიჭებს კი ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლა მოუწევთ, ჯერ ყველაფერი წინაა.

სანამ კონტე სიმეონეს მოუგებდა, იქამდე აზერბაიჯანი ისტორიას წერდა – ბაქოში, “ყარაბაღმა” “რომას” უმასპინძლა და ბოლოსკენ დინო ნდლოვუს თავური უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო, ვინ იცის, ეგებ, ქულაც მოეპოვებინა. “რომა” არაა ევროპული ფეხბურთის გრანდი, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონთა ასე რის ვაი-ვაგლახით მოგება. არადა, “მგლებმა” მგლურად დაიწყეს და უკვე მე-15 წუთზე იგებდნენ 2:0-ს. მერე, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი მოეშვა და ნდლოვუსი პასით პედრო ენრიკემ გაიტანა. პედრო ენრიკეს გოლი პირველი და ისტორიული იყო აზერბაიჯანული ფეხბურთისთვის! “რომას” 4 ქულა აქვს, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ასეთი თამაშით ჯგუფიდან გასვლა ძალიან გაუჭირდება. საგულისხმოა, რომ “ჯალოროსიმ” ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად არც მეტი, არც ნაკლები 2520 დღის შემდეგ პირველად მოიგო. ბოლოს რომაელებს 2010 წელს ბაზელში მოეპოვებინათ სამი ქულა...

“ყარაბაღი” – “რომა” 1:2 (1:2) VIDEO

ბაქო, ოლიმპიური სტადიონი

მაყურებელი: 67 200

“ყარაბაღი” (4-2-3-1): შეჰიჩი; მედვედევი, ჰუსეინოვი, სადიგოვი, აგოლი; რიჩარდ ალმეიდა, გარაიევი; პედრო ენრიკე (ელიონუსი 76), მიჩელი (კინტანა 88), მადატოვი (გუერიე 82); ნდლოვუ

მწვრთნელი: გურბან გურბანოვი

“რომა” (4-3-3): ალისონი; ბრუნო პერესი, მანოლასი, ჟუან ჟესუსი, კოლაროვი; პელეგრინი (სტროტმანი 82), გონალონსი (დე როსი 67), ნაინგოლანი; დეფრელი (ფლორენცი 58), ჯეკო, ელ შაარავი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 0:1 მანოლასი (7), 0:2 ჯეკო (15), 1:2 პედრო ენრიკე (28)

გაფრთხილება: გარაიევი (39), პედრო ენრიკე (41) – გონალონსი (43)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (1) – 13 (9) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 4:9 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: არტურ დიაში (პორტუგალია)

“ატლეტიკო” – “ჩელსი” 1:2 (1:0) VIDEO

მადრიდი, “ვანდა მეტროპოლიტანო”

მაყურებელი: 60 643

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, ერნანდესი, ფილიპე ლუისი; კოკე, პარტეი (ხიმენესი 77), საულ ნიგეზი, ფერეირა-კარასკო (ტორესი 69); გრიზმანი, კორეა (გაიტანი 70)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

“ჩელსი” (3-4-2-1): კურტუა; ასპილიკუეტა, დავიდ ლუისი, კეჰილი; მოზესი, კანტე, ბაკაიოკო, ალონსო; ფაბრეგასი (კრისტენსენი 86), აზარი (ვილიანი 82); მორატა (ბატშუაი 82)

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

გოლები: 1:0 გრიზმანი (40, პენ), 1:1 მორატა (60), 1:2 ბატშუაი (90)

გაფრთხილება: პარტეი (47), გრიზმანი (54) - დავიდ ლუისი (39)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 13 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

D ჯგუფი

“ბარსელონასთვის” პრობლემა არაა – ლეო მესი თუ ვერ გაიტანს, მეტოქე დალაშქრავს საკუთარ კარს. უცნაურია, მაგრამ მიმდინარე სეზონში “ბარსას” საუკეთესო გოლეადორი მესის შემდეგ (12 გოლი) მეტოქე ფეხბურთელები არიან: “ბლაუგრანას” სასარგებლოდ წელს უკვე 4 ავტოგოლი გავიდა. ერთ-ერთი კი, რომელმაც ესპანურ გრანდს მოაგებინა, “ჟოზე ალვალადეზე” – მეორე ტაიმის დასაწყიში კოატეში სიტუაციაში ვერ გაერკვა და ბურთი ბადეში გაეხვა. “ბარსელონას” უჭირდა ლისაბონში, მაგრამ კლასისა და ამ გოლის წყალობით მაინც მოიგო და უდანაკარგოა.

ტურინის “იუვენტუსი” ბევრს უტევდა და ძალიან სცდილობდა, მაგრამ მაინც გაუჭირდა პირეოსის “ოლიმპიაკოსთან”. გონსალო იგუაინს რთული დროება უდგას და სათადარიგო სკამსაც მოუშინაურდა, მაგრამ არგენტინელმა გადამწყვეტი სიტყვა სწორედ კრიტიკულ მომენტში თქვა. “იუვე” გოლს ვერაფრთ იტანდა, როცა მასიმილიანო ალეგრიმ “პიპიტა” თამაშში ჩართო და “იუვე” წინ გავიდა – იგუაინმა შანსი გამოიყენა და გოლი ერთობ ემოციურად აღნიშნა. მერე იყო მარიო მანჯუკიჩს გოლი და “ბებერი ქალბატონის” პირველი სამი ქულა მიმდინარე სეზონში. “იუვენტუსმა” ევროტურნირებზე ზედიზედ მეოცე წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა საკუთარ მოედანზე. საინტერესო და კარგი ტური გამოუვიდათ იტალიელებს: საქმე ისაა, რომ ერთ ტურში სამ იტალიურ გუნდს 2011 წლის მერე არ ჰქონდა მოგებული. “ინტერი”, “მილანი” და “ნაპოლი”, “იუვენტუსმა”, “რომამ” და ისევ “ნაპოლიმ” ჩაანაცვლეს. ალეგრის გუნდს სამი ქულა გაუხდა, მაგრამ მთავარი ბრძოლა მაინც წინ აქვს – “სპორტინგთან” ორმატჩიანი დუელი.

იქამდე კი, სამი კვირაა. ჩემპიონთა ლიგა სწორედ ამ დროით დაგვემშვიდობა...

“სპორტინგი” – “ბარსელონა” 0:1 (0:1) VIDEO

ლისაბონი, “ჟოზე ალვალადე”

მაყურებელი: 48 575

“სპორტინგი” (4-2-3-1): რუი პატრისიუ; პიჩინი, კოატეში, მატიე, კოენტრაო (სილვა 74); კარვალიო, ბატალია; ჟელსონი, ბრუნო ფერნანდესი, აკუნია (სეზარი 73); დუმბია (დოსტი 44)

მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, სერხი რობერტო (ანდრე გომეში 87); მესი, სუარესი (ვიდალი 89), ინიესტა (პაულინიო 80)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლი: 0:1 კოატეში (49, ა.გ)

გაფრთხილება: ჟელსონი (6), კოენტრაო (26), დუმბია (40), აკუნია (48), პიჩინი (53), კოატეში (58) – სემედუ (69), ვიდალი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (2) – 8 (5) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

“იუვენტუსი” – “ოლიმპიაკოსი” 2:0 (0:0) VIDEO

ტურინი, “ალიანც სთედიუმი”

მაყურებელი: 33 460

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; სტურარო (ბენატია 81), ბარძალი, კიელინი, ალექს სანდრო; ბენტანკური, მატუიდი; კუადრადო (იგუაინი 60), დუგლას კოშტა (ბერნარდესკი 84); მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ოლიმპიაკოსი” (4-3-3): პროტო; ფიგერაში, ენგელსი, ნიკოლაუ, კუტრისი; რომაო, ჟდიელარი (ფორტუნისი 77), ოჯიჯა; პარდო (ბენი 72), ემენიკე (მარინი 88), სება

მწვრთნელი: ტაკის ლემონისი

გოლები: 1:0 იგუაინი (69), 2:0 მანჯუკიჩი (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 8 (2) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 11:3 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ტობიას შტილერი (გერმანია)

0.690933