ფეხბურთი

20:01 | 27.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ახალგაზრდული ლიგა: “საბურთალომ” თურქეთში მოიგო!

“საბურთალომ” უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ფლეი-ოფის პირველი მატჩი გამართა და თურქულ “ბურსასფორს” სტუმრად 1:0 სძლია. გოლი 26-ე წუთზე ცოტნე კაპანაძემ გაიტანა. მარჯვენა გარემარბმა ანდრია ფურცელაძის გრძელი პასის შემდეგ მოახერხა ანგარიშის გახსნა.

ქება ეკუთვნით საბურთალოელ ჭაბუკებს. თურქეთის 19-წლამდელთა ჩემპიონთან სტუმრად მოგება, რბილად რომ ვთქვათ, იოლი არაა. იმედია, მეორე შეხვედრაშიც სასურველი შედეგი დაფიქსირდება.

საპასუხო მატჩი 18 ოქტომბერს გაიმართება თბილისის “დავით პეტრიაშვილის” სტადიონზე.

გასვლის შემთხვევაში, “საბურთალო” მეორე ეტაპზე სერბულ “ბროდარაცსა” და ებრაულ “მაკაბი ჰაიფას” შორის გასულს შეხვდება.

ბურსასფორი – საბურთალო 0:1 (0:1)

ბურსასფორი: დადაქდენიზი, კაპაჩაკი, სევინჩი, ოზქანი, გონულუ, კარა (თუნჩაი 65), კესკინი, ილმაზი, აკგიონული (აკუსი 87), კარაჩა (იასაკი 46), კაია

მწვრთნელი: მუზაფერ ქარადაი

საბურთალო: ნასყიდაშვილი, მალი, ხუბაშვილი, ჯინჯოლავა, ლავეხელიანი (მათოზაშვილი 82), ფურცელაძე, ჩოთალიშვილი, ივანიაძე (ბუიღლიშვილი 69), კაპანაძე, კოხრეიძე, გულიაშვილი (ჯავახიშვილი 71)

მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე

გოლები: 0:1 კაპანაძე (26)

გაფრთხილება: ხუბაშვილი, მალი, ნასყიდაშვილი, კოხრეიძე, ჯინჯოლავა, კაია

0.119998