ჭადრაკი

18:46 | 27.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო თასის გათამაშება ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა

ვაჟ მოჭადრაკეთა მსოფლიო თასის გათამაშება, რომელსაც თბილისი მასპინძლობდა, ლევონ არონიანის გამარჯვებით დასრულდა. სომეხმა დიდოსტატმა ფინალში ყაიმით დასრულებული ოთხი პარტიის შემდეგ, ტაი-ბრეიქში დაამარცხა ჩინეთის წარმომადგენელი დინ ლირენი და კარიერაში მეორედ მოიპოვა მსოფლიო თასი.

არონიანმა მსოფლიო თასის გათამაშებაში გამარჯვებისთვის 120 ათასი დოლარი მიიღო, მისმა მეტოქემ კი 80 ათასი დოლარი.

2017 წლის ფიდეს კალენდრის მთავარ ღონისძიებას - რიგით მე-15 მსოფლიო თასის გათამაშებას საქართველოს დედაქალაქი 2 სექტემბრიდან მასპინძლობდა. შეხვედრები სასტუმრო "ჰულინგში" ტარდებოდა, ფანალური დაპირისპირება კი სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა.

ტურნირში, რომელიც Chack in Georgia Sport-ის ფარგლებში ჩატარდა, 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა და საჭადრაკო რეიტინგსიის საუკეთესო 15-მა მოჭადრაკემ. საქართველოს სახელით მსოფლიო თასზე ოთხი ქართველი გამოვიდა: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია და ნანა ძაგნიძე. მათგან საუკეთესო შედეგი ჯობავამ აჩვენა, რომელმაც მერვედფინალში იასპარეზა.

0.152063