მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ფიქრობს, რომ მის გუნდს “პარი სენ ჟერმენთან” ერთი უპირატესობა აქვს – გამოცდილება.
“ჩვენ გვაქვს მეტოქესთან ერთი უპირატესობა: ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის მეტი გამოცდილება. გვინდა, რომ ღირსეული თამაში ვაჩვენოთ და ამისთვის საჭირო იქნება ჩვენი ყველა მომგებიანი თვისების გამოყენება”, - აღნიშნა ანჩელოტიმ.
პსჟ-სა და “ბაიერნის” შეხვედრა დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.