ჩოგბურთი

12:45 | 27.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პლიშკოვას 405 ეისი

კაროლინა პლიშკოვა ზედიზედ ოთხი წელია 400 ეისზე მეტს აწვდის. ვუჰანის ტურნირის 1/16-ფინალში პლიშკოვამ შუაი ჟენგი 6:4, 3:6, 6:4 დაამარცხა. კაროლინამ 9 ეისი ჩააწოდა და მიმდინარე წელს სულ 405 ეისი დაუგროვდა.

მომდევნო ეტაპზე პლისკოვა ბარტის დაუპირისპირდება და ამ წელს ჩეხი კიდევ ბევრ ეისს მოაწვდის.

წელს პლისკოვას შემდეგ მეორე ადგილზე 361 ეისით ჯულია გეორგესია, ხოლო მესამე ადგილს 337 ეისით კაროლინას და, კრისტინა პლიშკოვა იკავებს.

0.111126