თამაშგარე

11:16 | 27.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიდებული იოლანდა კარდონა

ესპანელ მობურთალებს მეგობარი ქალების და ცოლების არჩევა რომ არ ეშლებათ და ამ ამბავში ჭეშმარიტად ჩემპიონები არიან - ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. თუმცა, ესპანელი ფეხბურთელების ამდენ ხელიხელსაგოგმანებ მეორე ნახევრებს შორის, ვეტერანი გოლკიპერის ვიქტორ ვალდესის ცოლი, იოლანდა კარდონა მაინც მარგალიტივით მოსჩანს.

შორს წაგვიყვანს ჩამოთვლა იმ მრავალი ტიტულისა თუ წოდებისა, რაც იოლანდას საკუთარმა სილამაზემ და “უხვმოსავლიანმა“ სამოდელო კარიერამ მოუტანა. კარდონას ქალის ტიტულები და აღიარებები რომ დააჯამოთ, შესაძლოა თავად ვიქტორ ვალდესზე მეტად დაფასებული ადამიანიც კი შეგრჩეთ ხელში. თუმცა, ესა არაა მთავარი...

მთავარი ისაა, რომ მიუხედავად 30 წლის ასაკის უკან მოტოვებისა, იოლანდას წლები ვერაფერს აკლებს და იგი ძველებურად ძალუმად აჭრიალებს პოდიუმის ფიცარნაგსაც და ფოტოსტუდიების ჭიშკარსაც.

0.131838