საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ზვიად კუპატაძემ რუმინეთთან მარცხის შემდგომ მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ სიხარული ნაადრევი გამოდგა. როგორც მან განაცხადა, პირველი ტაიმის ბოლო წამზე მიღებული გოლის შემდეგ გუნდი გატყდა.
"იცი რა დაგვაკლდა? დაგვაკლდა კუპატაძე კარგ ფორმაში. ამდენ გოლს რომ გაგიტანენ, შენ თავში არის რაღაც. მეორე მიზეზი ის არის, რომ ყველამ ცოტა ადრე დავიწყეთ ზეიმი. გამოცდილება არ გვაქ ასეთ თამაშებში. მე ვეუბნებოდი ბიჭებს, რომ 2:2 არაფერს ნიშნავდა და აქ გაცილებით სხვა თამაში იქნებოდა, ასეც მოხდა. პირველ თამაშში გუნდი ყოველთვის ინახავს ძალებს მეორე თამაშისთვის. მათი 11 ნომერი ვერ დავკეტეთ. რამდენი გოლი გაგვიტანა არც ვიცი. ალბათ თამაში ვერ გავარჩიეთ სწორად და ეს ორი მიზეზი იყო სულ.
ბიჭები ვიბრძოდით, ვიგებდით კიდეც, თუმცა პირველი ტაიმის ბოლო წამზე გაშვებულმა გოლმა გაგვტეხა. მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. ჩვენ კიდევ ვითამაშებთ", - გვითხრა ზვიად კუპატაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუმინეთთან 4:7 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა.