ფეხბურთი

3:24 | 27.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: ჰარი კეინის მორიგი ბენეფისი, "რეალმა" "ყვითელი კედელი" აიღო (+VIDEO)

მადრიდის “რეალმა” ნავსი გატეხა და დორტმუნდში, “ბორუსია” მეშვიდე ცდაზე დაამარცხა. ამით კიდევ ერთხელ გაქარწყლდა ხმები, თითქოს, ზინედინ ზიდანის გუნდი კრიზისშია. მორიგი საუცხოო დღე ჰქონდა ჰარი კეინს – ინგლისელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და “ტოტენჰემს” ნიქოზიაში მოაგებინა. ორი ტური გავიდა, მაგრამ ჯერაც მოგების გარეშეა “ლივერპული”. ადვილი გასერინება გამოუვიდათ “სევილიასა” და “პორტუს” – მივყვეთ თანმიმდევრობით.

E ჯგუფი

“ლივერპული” ჩემპიონთა ლიგას დიდი ამბიციებით და იმედით დაუბრუნდა, მაგრამ ჯერჯერობით ინგლისური გუნდი შედეგის ჩვენებას ვერ ახერხებს. მართალია, “ბითლომანებს” როგორც პირველ ტურში, ამჯერადაც უდიდესი სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ და 3 ქულას ალალად იმსახურებდნენ, მაგრამ არ გამოვიდა. მოსკოვის “სპარტაკი” ინგლისურ გრანდთან შეხვედრას დიდი დანაკლისით შეხვდა და მათ შორის, ჯანო ანანიძემაც ვერ ითამაშა. სტუმართა უამრავი საგოლე მომენტის მიუხედავად, მასპინძელმა “ლივერპულს” სამი ქულა მაინც არ გაატანა. რა თქმა უნდა, ცალსახაა, რომ ეს შედეგი მასიმო კარერას გუნდის აქტივში უნდა შევიტანოთ. მთავარი მოვლენები პირველ ტაიმში განვითარდა. “ლივერპული” უტევდა, “სპარტაკი” თავს იცავდა, თუმცა 23-ე წუთზე წინ რუსეთის ჩემპიონი გავიდა. ბრაზილიელმა ფერნანდომ საჯარიმო დარტყმა ჩინებულად შეასრულა. სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს: სადიო მანემ და ფილიპე კოუტინიომ კარგი კომბინაცია გაითამაშეს, ბრაზილიელმა ადვილად გაიტანა. გეტყვით, რომ კოუტინიომ ბოლო 14 შეხვედრაში “ლივერპულის” მაისურით მეცხრე გოლი გაიტანა. კლოპის ბიჭებმა ამის მერე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს, თუმცა ბურთი კარში არაფრით შედიოდა. საბოლოოდ, 1:1 და “ლივერპული” ორ ტურში ორი ფრით თუ მოიწონებს თავს.

ამავე ჯგუფში ესპანური “სევილია” გალიდერდა. “რამონ სანჩეს პისხუანზე” ესპანელები სლოვენიის ჩემპიონ “მარიბორს” ძალზე ადვილად გაუსწორდნენ – 3:0. “დალაქები” მთელი თამაში კოლოსარულ უპირატესობას ფლობდნენ და სრულიად ლოგიკური შედეგიც დაფიქსირდა. მატჩს კი, ერთი გმირი ჰყავდა – ბენ იადერი. ფრანგმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირებში უკვე გაერია.

“სპარტაკი” – “ლივერპული” (1:1) VIDEO

მოსკოვი, “ატკრიტიე არენა”

მაყურებელი: 43 376

“სპარტაკი” (5-4-1): რებროვი (სელიხოვი 68); ეშჩენკო, ტასკი, კუტეპოვი, ბოკეტი, ჯიქია; სამედოვი (როჩა 90), ფერნანდო, პაშალიჩი, პოპოვი (მელგარეხო 84); ლუის ადრიანო

მწვრთნელი: მასიმო კარერა

“ლივერპული” (4-3-3): კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი; მატიპი, ლოვრენი, მორენო; ჯანი (ვეინალდუმი 73), ჰენდერსონი, კოუტინიო; სალაჰი, ფირმინო, მანე (სტარიჯი 70)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 1:0 ფერნანდო (23), 1:1 კოუტინიო (31)

გაფრთხილება: ბოკეტი (46) - ჯანი (7), ფირმინო (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 3 (2) – 13 (7) ბურთის ფლობა: 4%-60% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

“სევილია” – “მარიბორი” 3:0 (2:0) VIDEO

სევილია, “რამონ სანჩეს პისხუანი”

მაყურებელი: 34 705

“სევილია” (4-3-3): სერხიო რიკო; კორშია, პარეხა, ლენგლე, ესკუდერო; ბანეგა (პიზარო 86), ნ’ზონზი, ვასკესი (სარაბია 79); კორეა, ბენ იადერი, ნოლიტო (ხესუს ნავასი 67)

მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

“მარიბორი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; მილეჩი, რაიჩევიჩი, ბილონგი, ვილერი; კაბა (ჰოტიჩი 74), ვროვეცი; პილერი, აჰმედი, ბოჰარი (კრამარიჩი 71); ტავარეში (მესანოვიჩი 88)

მწვრთნელი: დარკო მილანიჩი

გოლები: 1:0 ბენ იადერი (27), 2:0 ბენ იადერი (38), 3:0 ბენ იადერი (83, პენ)

გაფრთხილება: ესკუდერო (56)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (10) – 6 (1) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 14:4 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელარუსი)

F ჯგუფი

“მანჩესტერ სიტის” მაჯერად ისეთი ფეერიული და ხალისიანი თამაში არ გამოუვიდა, როგორც ბოლო დროს დაგვაჩვია, მაგრამ რაც მთავარია, 3 ქულა მოიპოვა. “ქალაქელები” დონეცკის “შახტართან” საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და რომ არა ანდრეი პიატოვის დამაჯერებელი თამაში, დიდი ანგარიშითაც მოიგებდნენ. მაგრამ “სიტის” 2 გოლზე მოუწია დაჯერება. გოლები კი მშვენიერი გაიტანეს. განსაკუთრებით კევინ დე ბრუინის გოლი იყო ლამაზი, შორიდან ტექნიკურად მოჭრა ბურთი და პიატოვს შანსიც არ ჰქონია. მეორე გოლი ბოოსკენ რაჰიმ სტერლინგმა შეაგდო. კარგი დღე არ ჰქონია კუნ აგუეროს – არგენტინელმა ბევრი საგოლე მომენტი გააცუდა, ბოლოს კი გვირგვინად თერთმემეტრიანიც დაუმატა. ასე იყო თუ ისე, “მანჩესტერ სიტის” 6 ქულა აქვს და ეჭვგარეშეა, რომ ჯგუფის უდაო ფავორიტია. “შახტარმა” კი წესით მეორე პოზიციისთვის ბოლომდე იბრძოლოს. აქვე დავძენთ, რომ არ უთამაშია დავით ხოჭოლავას – ქართველი თავიდან ბოლომდე სათადარიგო სკამზე დარჩა.

თავის მხრივ, დონბასელთა კონკურენტი “ნაპოლი” იქნება – ნეაპოლიტანელებმა ჰოლანდიის ჩემპიონი “ფეიენოორდი” დაამარცხეს დამაჯერებლად – 3:1. ჯოვანი ვან ბრონხორსტის გუნდს ძალიან ეტყობა, რომ გამოუცდელია და ბევრი შეცდომებიც დაუშვეს. როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ანგარიში ლორენცო ინსინიემ გახნსა და საინტერესო მიღწევის ავტორიც გახდა. საქმე ისაა, რომ ინსინიეს გოლი გამოდგა მე-400, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იტალიელი ფეხბურთელის ანგარიშზე ჩაიწერა.

“ნაპოლი” – “ფეიენოორდი” 3:0 (1:0) VIDEO

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 22 577

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო (დიავარა 80), ჰამშიკი (ზიელინსკი 70); კალეხონი (როგი 73), მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ფეიენოორდი” (4-3-3): ჯონსი; დიკსი, ჯუსტე, ტაპია (ვან ბეეკი 78), ჰაპსი; ამრაბატი, ელ აჰმადი, ვილეინა; ბერგუისი (ლარსონი 86), ტოორნსტრა (ბასაჩოღლუ 69), ბოეტიუსი

მწვრთნელი: ჯოვანი ვან ბრონხორსტი

გოლები: 1:0 ინსინიე (7), 2:0 მერტენსი (49), 3:0 კალეხონი (70), 3:1 ამრაბატი (90)

გაფრთხილება: კულიბალი (37), დიავარა (90) – ელ აჰმადი (47), ბერგუისი (54), ვან ბეკი (86)

გამოუყენებელი პენალტი: (ტოორნსტრა (68, მეკარე)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 7 (6) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)

“მანჩესტერ სიტი” – “შახტარი” 2:0 (0:0) VIDEO

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მაყურებელი: 45 310

“მანჩესტერ სიტი” (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, ოტამენდი, დელფი; დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა (გუნდოგანი 81); გაბრიელ ჟესუსი (სტერლინგი 55), აგუერო (ბერნარდო სილვა 85), სანე

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“შახტარი” (4-2-3-1): პიატოვი; ბუტკო, ორდეცი, რაკიცკი, ისმაილი; ფრედი (კოვალენკო 90), სტეპანენკო; მარლოსი (დენტინიო 78), ტაისონი, ბერნარდი (პეტრიაკი 89); ფერეირა

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

გოლები: 1:0 დე ბრუინი (48), 2:0 სტერლინგი (90)

გაფრთხილება: ორდეცი (66)

გამოუყენებელი პენალტი: აგუერო (72, მეკარე)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (8) – 4 (2) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 2:3 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: მანუელ დე სოუზა (პორტუგალია)

G ჯგუფი

სტამბულის “ბეშიქთაში” ერთპიროვნულად გალიდერდა. მართლაც კარგ ფორმაშია შენოლ გიუნეშის გუნდი – პორტუში გამარჯვების მერე, “არწივები” გერმანიის ვიცე-ჩემპიონ “ლაიფციგს” გაუსწორდა ძალზე ადვილად – 2:0 ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა, როცა რაიან ბაბელმა და ანდერსონ ტალისკამ ორჯერ დაამწუხრეს სტუმრები. საინტერესოა, რომ “ბეშიქთაშს” ევროტურნირებზე უკვე ზედიზედ 10 მატჩია საკუთარ მოედანზე არ წაუგია. ამასობაში, თურქეთის ჩემპიონი 100%-იანია და სავსებით ლოგიკურია, რომ პირველ ადგილზე მოკალათდა.

სამაგიეროდ, სიტუაცია აირია სხვა მხრივ ქვეჯგუფში. საქმე ისაა, რომ “პორტუ”, რომელიც პირველ ტურში უშანსოდ დამარცხდა, მონაკოში ჩავიდა და შარშანდელი ნახევარფინალისტი გააცამტვერა. “მონაკო” რომ დასუსტდა, ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ლეონარდუ ჟარდიმის გუნდისგან ასეთი უსასური თამაში მაინც მოულოდნელი იყო. “თავადებს” საგოლე შანსი თითქმის არ ჰქონიათ, მაშინ, როდესაც “დრაკონებმა” ბევრჯერ დაასაქმეს მასპინძელთა დაცვა და მეტადრე, მეკარე დიეგო ბენალიო. ვინსენ აბუბაკარის დუბლით და მიგელ ლაიუნის გოლებით კი “პორტუმ” ძალზე მნიშვნელოვანი სამი ქულა წაიღო სამშობლოში.

“ბეშიქთაში” – “ლაიფციგი” 2:0 (2:0) VIDEO

სტამბული, “ვოდაფონ არენა”

მაყურებელი: 36 641

“ბეშიქთაში” (4-2-3-1): ფაბრი; მედელი (უისალი 60), პეპე, ტოშიჩი, ერკინი; ოზიაკუპი, ჰატჩინსონი; კვარეჟმა, ტალისკა (არსლანი 71), ბაბელი; ჯენკ ტოსუნი (ნეგრედო 80)

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

“ლაიფციგი” (4-4-2): გულაჩსი; ილსანკერი, ორბანი (კამპლი 46), უპემეჩანო, ჰალსტენბერგი; ზაბიცერი, კეიტა (ბრუმა 59), დემე, ფორსბერგი; ოგუსტინი, ვერნერი (კლოსტერმანი 32)

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

გოლები: 1:0 ბაბელი (11), 2:0 ტალისკა (43)

გაფრთხილება: ერკინი (17), ფაბრი (87) – ორბანი (8), კეიტა (15)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 14 (3) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

“მონაკო” – “პორტუ” 0:3 (0:1) VIDEO

მონტე კარლო “ლუი II”

მაყურებელი: 11 703

“მონაკო” (4-5-1): ბენალიო; სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე; გეძალი (კეიტა 74), მოუტინიო, ფაბინიო, ლემარი (ლოპესი 63), დიახაბი (კარილო 46); ფალკაო

მწვრთნელი: ლეონარდუ ჟარდიმი

“პორტუ” (4-4-2): კასილიასი; რიკარდო, ფელიპე, მარკანო, ალექს ტელეში; ოლივეირა (რეიესი 86), დანილო, ერერა, ბრაჰიმი (ლაიუნი 71); მარეგა, აბუბაკარი (კორონა 71)

მწვრთნელი: სერჟიუ კონსეისაო

გოლები: 0:1 აბუბაკარი (31), 0:2 აბუბაკარი (69), 0:3 ლაიუნი (89)

გაფრთხილება: დიახაბი (9), ფაბინიო (33), სიდიბე (89) – ერერა (34), ოლივეირა (62), პერეირა (66), კასილიასი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (1) – 10 (8) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

H ჯგუფი

დღის ცენტრალური შეხვედრა კარგი სანახავი გამოდგა, თუმცა ერთი გუნდი მეორეზე გაცილებით ძლიერი გამოდგა. კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვებისკენ წარუძღვა. თუმცა, სანამ პორტუგალიელი გაიბრწყინებდა, იქამდე ანგარიშის გახსნა გარეთ ბეილს მოესწრო. რონალდუმ მეორე ტაიმის სტარტზე ანგარიში გაზარდა. მართალია, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა თამაშში “ბორუსია” მალევე დააბრუნა, მაგრამ დღეს “რეალის” დღე იყო. უნდა ვახსენოთ მსაჯების შეცდომებიც. მატჩის დასაწყისში სერხიო რამოსმა კარის ხაზიდან ბურთი ხელებით გამოიტანა და ბუნებრივია, გერმანული გუნდი პენალტს, ხოლო ესპანელი გაძევებას იმსახურებდა, მაგრამ ბიორნ კუიპერსს ეპიზოდი გამორჩა ან გაატარა. და მაინც, ფაქტია, რომ მადრიდის “რეალმა” დამსახურებულად მოიგო და “ტოტენჰემთან” ერთად ლიდერია. აი, “დორტმუნდის” საქმე თუ ბუნდესლიგაში ჩინებულადაა, იგივეს ვერ ვიტყვით ჩემპიონთა ლიგაზე – ტომას ტუხელის გუნდი ორი ტურის თავზე უქულოდაა და დარჩენილ მატჩებში მაქსიმუმზე მოუწევს ფიქრი. აქვე დავამატოთ, რომ მადრიდის "რეალმა" ისტორიაში პირველად მოიგო "სიგნალ იდუნა პარკზე". "სამეფო კლუბისთვის" "ყვითელი კედელი" აუღებელი ბარიერი აღარაა.

“ტოტენჰემს” კი ჰარი კეინი ჰყავს. ჰარი კეინი ის ბიჭია, რომელსაც 2017 წელს პრემიერლიგაში შესაშური და საუკეთესო შედეგიანობა აქვს და ჩემპიონთა ლგის საუკეთესო ბომბარდირთა დავაშიც უკვე ლიდერია. ინგლისელმა ორი კვირის წინ დუბლი გაიფორმა, ამჯერად მაზანდა გაზარდა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. კეინი გახდა მეშვიდე ინგლისელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში სამი გოლის გატანა მოახერხა. “მამლებს” 6 ქულით კომფორტული პოზიცია უკავიათ. და მაინც, ფხიზლად ყოფნა მართებთ, რადგან მომდევნო ორ ტურში “რეალთან” მოუწევთ ძალების მოსინჯვა.

“დორტმუნდი” – “რეალი” 1:3 (0:1) VIDEO

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

მაყურებელი: 65 849

“დორტმუნდი” (4-3-3): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ტოპრაკი, ტოლიანი (დაუდი 60); კასტრო, შაჰინი (ვეიგლი 60), გიოტცე (პულისიჩი 76); იარმოლენკო, ობამეიანგი, ფილიპი

მწვრთნელი: პეტერ ბოში

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, რამოსი, ვარანი, ნაჩო; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი (სებალიოსი 90); ბეილი (ვასკესი 86), რონალდუ, ისკო (ასენსიო 76)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1 ბეილი (18), 0:2 რონალდუ (50), 1:2 ობამეიანგი (54), 1:3 რონალდუ (79)

გაფრთხილება: ტოპრაკი (52), ვეიგლი (63) - ბეილი (29), კარვახალი (39), მოდრიჩი (40)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 13 (10) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

“აპოელი” – “ტოტენჰემი” 0:3 (0:1) VIDEO

ნიქოზია, GშP არენა

მაყურებელი: 16 324

“აპოელი” (4-2-3-1): ვატერმანი; ვუროსი, რუედა, კარლაო, ლაგო; ვინისიუსი, მორაიში (ალექსანდრუ 84); ზაიდი, სალაი (მაკრისი 62), ალონეფტისი (ფარიასი 75); დე კამარგო

მწვრთნელი: გეორგ დონისი

“ტოტენჰემი” (4-2-3-1): ლორისი, ალდერვეირელდი, სანჩესი, დევისი; უინკსი, დაიერი; ორიე (ლორენტე 57), სისოკო (გერგიუ 84), სონი; კეინი (ნ’კუდუ 75)

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინიო

გოლები: 0:1 კეინი (39), 0:2 კეინი (62), 0:3 კეინი (67)

გაფრთხილება: ვატერმანი (39), ვინისიუსი (51) – უინკსი (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (3) – 10 (4) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14248