ფეხბურთი

22:56 | 26.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" მარკიზიო და ხედირა დაუბრუნდნენ

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსის” ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყეს კლაუდიო მარკიზიომ და სამი ხედირამ.

ამავე წყაროს ცნობით, გერმანელი შესაძლოა “ოლიმპიაკოსთან” სამატჩო განაცხადშიც მოხვდეს, ხოლო მარკიზიოს დაბრუნება უფრო მეტად დამდეგ უიქ-ენდზე “ატალანტას” წინააღმდეგაა მოსალოდნელი.

კლაუდიო მარკიზიო “იუვენტუსს” პირველი ტურის შემდეგ გამოაკლდა და თვეზე მეტი იუქმა, ხოლო ხედირა სექტემბრის დასაწყისში სანაკრებო შეკრებაზე დაშავდა.

0.106444