გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიურ "გენტში" დაუბლით გამოირჩა. თუმცა, არა მთავარ, არამედ 21-წლამდელთა გუნდში. ბელგიის დუბლების ჩემპიონატში "გენტმა" "გენკს" (4:1) აჯობა და ამ გამარჯვებაში ქართველმა ნახევარმცველმა დიდი წვლილი შეიტანა.
სწორედ გიორგის გოლები გამოდგა გარდამტეხი (2:1, 3:1). ეს ჩაკვეტაძის პირველი გოლებია ბელგიაში გადაბარგების შემდეგ.
შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე "გენტს" ერთი თვის წინ შეუერთდა. ჯერჯერობით, ძირითად გუნდში დებიუტი არ ჰქონია, თუმცა ერთხელ ბელგიის იუპერ ლიგის სამატჩო განაცხადში იყო.