“კლივლენდ კავალიერსის” ახალწვეული აიზეა ტომასი 2017 წელს ვერ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აიზეას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის და ის პარკეტს 2018 წლის იანვარში დაუბრუნდება.
ტომასს თეძოს ტრავმა აქვს, რომელიც გასული სეზონის პლეი-ოფში მიიღო.
აიზეა განვლილ სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 28.9 ქულას, 5.9 პასს და 2.7 მოხსნას აგროვებდა.