თამაშგარე

20:10 | 26.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაგავა მოვა!

ტრფიალება გსურთ? კაგავა მოვა! ფული დაგჭირდათ? კაგავა მოვა! პრობლემები გაქვთ? კაგავა მოვა! მოწყენილი ხართ? კაგავა მოვა! თქვენ იცინეთ და მსოფლიოში დღესაც შემორჩნენ ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი არჩევნებისა და წინასაარჩევნო ოცობოდიას გარეშე, ასრულებენ საყვარელი ადამიანების სურვილებს.

ამჟამად დორტმუნდის “ბორუსიაში“ მოთამაშე იაპონელი ფეხბურთელის, სინჯი კაგავას ცოლი, იაპონიაში ცნობილი მოდელი, მარგარეტ ნაცუკი ამბობს, რომ სინჯი მის ყველა თხოვნასა და სურვილს უპრობლემოდ ასრულებს და არ არსებობს რაიმე, თუნდაც ყოვლად უცნაური და ამორფული სურვილი, რასაც თავგადაკლული ქმარი დიდი თავმდაბლობითა და ნეტარებით არ შეუსრულებს.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ კაგავას მეუღლე, მარგარეტ ნაცუკი, იაპონიაში საკმაოდ ცნობილი მოდელია და ამ საოცარ კუნძულოვან მიწაზე გვარიანი სახელიც დაუგდია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ეს წყვილი გერმანიაში მოსახლეობს, საბოლოო ნავთსაყუდელად რა გასაკვირია რომ სწორედ იაპონია აქვთ მონიშნული.

0.16759