უეფას ჩემპიონთა ლიგა ორკვირიანი პაუზის შემდეგ მეორე ტურის მატჩებით განახლდება. მთავარი შეხვედრა H ჯგუფში შედგება, სადაც “დორტმუნდი” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს. ეს თამაში ცალსახად დღის ცენტრალური დაპირისპირებაა. თუმცა, სხვა საინტერესო მატჩებიც გველოდება.
ბოლო წლებში “დორტმუნდისა” და “რეალის” გზები ჩემპიონთა ლიგაზე მუდმივად იკვეთება. ასე იყო გასულ სეზონშიც. სიმბოლურია, რომ “სიგნალ იდუნა პარკმა” ზუსტად ერთი წლის წინ, 27 სექტემბერს, სწორედ “სამეფო კლუბს” უმასპინძლა. მაშინ, ჯგუფირ ეტაპის ორივე მატჩში ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა – 2:2.
მთლიანობაში კი “ბორუსია” და “რეალი” ერთმანეთს 12-ჯერ დაუპირისპირდნენ და მცირე, მაგრამ მაინც უპირატესობას ესპანური გრანდი ფლობს: 4 მოგება, 5 ფრე და 3 წაგება – 18:16 ბურთების ბალანსი.
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ზინედინ ზიდანის გუნდმა “აპოელი” ადვილად დაამარცხა, ხოლო “დორტმუნდი” ლონდონში, “ტოტენჰემთან” უშანსოდ იყო. თუმცა, რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა აქვთ გუნდებს შიდა ჩემპიონატში: “ბორუსია” ლიდერია და ერთადერთი გოლი გაუშვა 6 ტურში. აი, “სამეფო კლუბი” ლა ლიგაში ვერ ყოჩაღობს – “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჯერაც არ მოუგია და “ბარსელონასთან” ჩამორჩენა უკვე სოლიდურია: 7 ქულა.
საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება კრიშტიანუ რონალდუ, პორტუგალიელი ლა ლიგაში ჯერაც ნულზეა.
“დორტმუნდს” დღევანდელ მატჩში გეურეირო, შმელცერი, როდე, დურმი და როისი დააკლდება, ხოლო ესპანურ გუნდს ბენზემა, მარსელო, კოვაჩიჩი და ვალეხო. გარდა ამისა, საეჭვოა კროოსისა და ერნანდესის თამაშიც.
მოკლედ, ზიდანს გარდა წმინდა სათამაშო ფორმისა, საფიქრალი საკადრო კუთხითაც აქვს. თანაც, “რეალისთვის” დორმტუნდში თამაში ადვილი არასდროს ყოფილა და წესით, ახლაც ძალიან დაძაბული თამაშის მომსწრე უნდა გავხდეთ.
ამავე ჯგუფის მეორე მატჩი ნიქოზიაში გაიმართება. ცალსახაა, რომ “ტოტენჰემი” აშკარა ფავორიტია. მაურისიო პოჩეტინიოს გუნდს ჩინებული შანსი აქვს საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი გამოიმუშავოს. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში “მამლების” მთავარ მინუსად სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე სუსტი გამოსვლა მიიჩნევა.
E ჯგუფში “ლივერპული” მოსკოვს და რუსეთის ჩემპიონს ესტუმრება – “სპარტაკს” ძალიან მძიმე დროება უდგას. მასიმო კარერას გუნდი პრემიერლიგაში ამაზრზენად ასპარეზობს და ცხრილის შუაში უიმედოდაა დალექილი. გარდა ამისა, რუსულ გუნდს ძალიან ბევრი ფეხბურთელი. მათ შორის, ლიდერები: ზე ლუიში, გლუშაკოვი და პრომესი. ვერ ითამაშებს ჯანო ანანიძეც. ქართველმა პირველი ტურიც ტრავმის გამო გამოტოვა და მოედანზე ამჯერადაც იგივე მიზეზით ვერ გავა. არადა, ჯანომ ტრავმა მოირჩინა, მაგრამ სამი დღის ისევ დაშავდა... “ლივერპული” კი ეცდება პირველი 3 ქულა მოიპოვოს. იურგენ კლოპის გუნდმა წინა ტურში “სევილიას” ვერაფერი მოუხერხა და ქულა გაუყო. შესაბამისად, ინგლისური გუნდის მიზანი ახლა მხოლოდ გამარჯვება იქნება.
“სევილია” “რამონ სანჩეს პისხუანზე” “მარიბორს” მიიღებს. რა თქმა უნდა, “დალაქების” შანსი ამ მატჩში უფრო ფასობს, მაგრა არც სლოვენიის ჩემპიონის ჩამოწერა ივარგებს. “მარიბორმა” პირველ ტურში ძალზე გამართული ფეხბურთი აჩვენა და რიგ ეპიზოდებში “სპარტაკი” დაჯაბნა კიდეც. მეტიც, იმ შეხვედრაში სლოვენიური გუნდი გამარჯვებას ნამდვილად იმსახურებდა. “სევილიამ” კი სეზონი კარგად დაიწყო. გარდა იმისა, რომ “ენფილდ როუდიდან” ქულით დაბრუნდა. საქმეები კარგად მისდის ლა ლიგაშიც. მართალია, ანდალუზიელები ბოლო ტურში “ატლეტიკოსთან” დამარცხდნენ, მაგრამ საერთო სურათზე ამას დიდად არ უმოქმედია – “სევილია” კარგ ფორმაშია.
F ჯგუფის ფავორიტი “მანჩესტერ სიტი” უბრალოდ ბრწყინავს. პეპ გვარდილას გუნდი ბოლო პერიოდში მეტოქეებს ანადგურებს, მიუხედავად ამთი სტატუსისა და სიძლიერისა. ასე იყო ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც “ქალაქელებმა” “ფეიენოორდი” გააცამტვერეს – 5:0. პრემიერლიგაშიც ასეთივე ანგარიშებით იგებს “სიტი” და მოკლედ, კარგი დღე თითქოს არც “შახტარს” უნდა ელოდეს. მაგრამ, დონბასელებმაც დაამტკიცეს, რომ ჯგუფიდან გასვლა შეუძლიათ. პირველ ტურში პაულუ ფონსეკას ბიჭებმა თვით “ნაპოლი” დასცეს ძირს. “შახტარის” ძირითად შემადგენლობაში სავარაუდოდ არ იქნება დავით ხოჭოლავა. ქართველს ჯერჯერობით ძალიან უჭირს “მეშახტეთა” სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრა.
იტალიის ჩემპიონატში ისტორიულად წარმატებული სტარტი აქვს “ნაპოლის” – თუმცა, მაურიციო სარის გუნდმა ჩემპიონთა ლიგა კოშმარულად წააგო და უკრაინაში დამარცხდა. შესაბამისად, ახლა ნეაპოლელებს სხვა გზა არ აქვთ და ჰოლანდიის ჩემპიონი “ფეიენოორდი” აუცილებლად უნდა დაამარცხოს. სიმართლე ითქვას, წესით ეს იტალიელებს არ უნდა გაუჭირდეთ, რადგან როტერდამული გუნდი აშკრად ვერ აკმაოფილებს ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის მოთხოვნებს. ეგ კი არა, ჯოვანი ვან ბრონხორსტის გუნდი ერედივიზიონშიც ვეღარ ვარგობს და აგერ ბოლო ტურში შინ წააგო “ბრედასთან”.
და ბოლოს, G ჯგუფი – “ბეშიქთაში” პორტუში მოგებული მატჩის მერე გერმანიის ვიცე-ჩემპიონ “ლაიფციგს” უმასპინძლებს. თურქებს შანსი აქვთ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგონ, ხოლო თავის მხრივ, “ლაიფციგი” ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიული, პირველი გამარჯვების მოლოდინშია. ამავე ჯგუფში მეორე მატჩი მონაკოში გაიმართება. ორივე გუნდი სამი ქულის მოლოდინშია. ლეონარდუ ჟარდიმის გუნდმა შარშან ნახევარფინალს უწია, თუმცა ამჯერად ფრანგებისგან იგივეს ნაკლებად ელოდებიან. “პორტუმ” კი ვერ დაიწყო რიხიანად – “ბეშიქთაშთან” მარცხმა სერჟიუ კონსეიოსას გუნდის შანსი ძალიან შეამცირა. თანაც, “დრაკონები” წლეულს ისეთი ძლიერები ვერ არიან, როგორც წინა წლებში. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა, მონტე კარლოდან ქულ(ებ)ის წაღებას სამშობლოში.
E ჯგუფი
“სპარტაკი” – “ლივერპული”
მოსკოვი, “ოტკრიტიე არენა”
26 სექტემბერი, 22:45 საათი
“სპარტაკი” (5-3-2): რებროვი; ეშჩენკო, ჯიქია, ტასკი, ბოკეტი, კომბაროვი; პოპოვი, ფერნანდო, პაშალიჩი; როჩა ნევეში, ლუის ადრიანო
მწვრთნელი: მასიმო კარერა
“ლივერპული” (4-2-3-1): კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, კლავანი, მორენო; ჰენდერსონი, ჩანი; სალაჰი, კოუტინიო, მანე; სტარიჯი
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)
“სევილია” – “მარიბორი”
სევილია, “რამონ სანჩეს პისხუანი”
26 სექტემბერი, 22:45 საათი
“სევილია” (4-3-3): სერხიო რიკო; კორშია, ლენგლე, პარეხა, ესკუდერო; ბანეგა, ნ’ზონზი, პიზარო; ნავასი, მურიელი, კორეა
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
“მარიბორი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; პალჩიჩი, რაიჩევიჩი, ბილონგი, ვილერი; კაბა, ვროვეცი; ბაიდე, აჰმედი, ბოჰარი; ტავარეში
მწვრთნელი: დარკო მილანიჩი
მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელარუსი)
F ჯგუფი
“მანჩესტერ სიტი” – “შახტარი”
მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”
26 სექტემბერი, 22:45 საათი
“მანჩესტერ სიტი” (4-4-2): ედერსონი, უოლკერი, ოტამენდი, სტოუნსი, დანილო; დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა, ბერნარდო სილვა; ჟესუსი, აგუერო
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
“შახტარი” (4-2-3-1): პიატოვი; ბუტკო, ორდეცი, რაკიცკი, ისმაილი; ფრედი, სტეპანენკო; მარლოსი, ტაისონი, ბერნარდი; ფერეირა
მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა
მსაჯი: მანუელ დე სოუსა (პორტუგალია)
“ნაპოლი” – “ფეიენოორდი”
ნეაპოლი, “სან პაოლო”
26 სექტემბერი, 22:45 საათი
“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“ფეიენოორდი” (4-3-3): ჯონსი; ჰაპსი, ვან დერ ჰეიდენი, ჯუსტი, დიკსი; ვიჰენა, ტოორნსტრა, ელ აჰმადი; ბოეტიუსი, კრამერი, ბერგუისი
მწვრთნელი: ჯოვანი ვან ბრონხორსტი
მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)
G ჯგუფი
“მონაკო” – “პორტუ”
მონტე კარლო, “ლუი II”
26 სექტემბერი, 22:45 საათი
“მონაკო” (4-4-2): ბენალიო; სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე; ლოპესი, ფაბინიო, ჟოაო მოუტინიო, ლემარი; იოვეტიჩი, ფალკაო
მწვრთნელი: ლეონარდუ ჟარდიმი
“პორტუ” (4-4-2): კასილიასი; რიკარდო, ფელიპე, მარკანო, ალექს ტელეში; კორონა, დანილო, ოტავიო, ბრაჰიმი; მარეგა, აბუბაკარი
მწვრთნელი: სერჟიუ კონსეისაო
მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)
“ბეშიქთაში” – “ლაიფციგი”
სტამბული, “ვოდაფონ არენა”
26 სექტემბერი, 22:45 საათი
“ბეშიქთაში” (4-2-3-1): ფაბრი; მედელი, პეპე, ტოშიჩი, ჯანერი; ჰატჩინსონი, ოგუზანი; კვარეჟმა, ტალისკა, ბაბელი; ჯენკ ტოსუნი
მწვრთნელი: შენოლ გიუნეში
“ლაიფციგი” (4-2-2-2): გულაჩსი; კლოსტერმანი, ორბანი, უპამეჩანო, ბერნარდო; კეიტა, დემე; ზაბიცერი, ფორსბერგი; პოულსენი, ვერნერი
მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)
H ჯგუფი
“დორტმუნდი” – “რეალი”
დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”
26 სექტემბერი, 22:45 საათი
“დორტმუნდი” (4-3-3): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა, ტოლიანი; შაჰინი, დაუდი, გიოტცე; იარმოლენკო, ობამეიანგი, ფილიპი
მწვრთნელი: პეტერ ბოში
“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, ვარანი, რამოსი, ნაჩო; მოდრიჩი, კაზემირო, ისკო; ბეილი, რონალდუ, ასენსიო
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
“აპოელი” – “ტოტენჰემი”
ნიქოზია, “ნეო სთედიუმი”
26 სექტემბერი, 22:45 საათი
“აპოელი” (4-4-1-1): ვატერმანი; ვუროსი, რუედა, კარლაო, ლაგო; ჟაიდი, ვინისიუსი, ნუნუ მორაიში, ალონეფტისი; სალაი; დე კამარგო
მწვრთნელი: გეორგ დონისი
“ტოტენჰემი” (3-4-2-1): ლორისი; ფოიტი, ალდერვეირელდი, სანჩესი; ტრიპიე, დაიერი, სისოკო, დევისი; სონი, კეინი; ლორენტე
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინიო
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)