პოლონეთის ექსტრაკლასაში “პლოცკმა” სტუმრად 3:1 სძლია აუტსაიდერ “კრაკოვიას”. პლოცკელთაგან მე-80 წუთზე გოლი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა, რაც გადამწყვეტი გამოდგა. ამ გოლით 2:1 გახდა. გიორგიმ შეუცვლელად ჩაატარა შეხვედრა.
მერებაშვილმა საჯარიმოს გარეთ მიიღო ბურთი, მცველი ოსტატურად მოატყუა და ცაციით დაარტყა. მეკარე კი შეცდა.
გიორგის გუნდი 16 გუნდს შორის მე-11 ადგილზეა. ქართველმა შემტევმა “პლოცკში” შარშანდელი სეზონი ძლიერად ჩაატარა და ამჯერადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.