კალათბურთი

22:02 | 25.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია "ბარსელონასთან" იუქმებს

საქართველოს ნაკრებისა და “ბასკონიას” კალათბურთელი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატს სტარტს გამოტოვებს. ესპანური გამოცემების ცნობით, ჯერჯერობით კლუბს არ განუცხადებია ზუსტი თარიღი, თუ რა პერიოდი გაუცდება გუნდის კაპიტანს.

როგორც ცნობილია, თორნიკე “ჰაპოელთან” მატჩში დაშავდა, მარცხენა ფეხის ტერფი დაიზიანა და ლიგა ენდესას პირველ ტურში “ბარსელონასთან” ვერ ითამაშებს. დანარჩენს კი, სარეაბლიტაციო პერიოდი გამოაჩენს.

თორნიკე შენგელიას “ბასკონიასთან” კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. საგულისხმოა, რომ იგი კარს მომდგარ სეზონში ბასკური გუნდის კაპიტანი იქნება. ჩვენებურის სტატისტიკა გასული სეზონის ევროლიგაში ასეთი იყო: 20:48 წუთი, 10.8 ქულა და 4.9 მოხსნა.

0.125297