თამაშგარე

18:18 | 25.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

შვილმრავალ ვარსკვლავთა დარდები

როდესაც მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელი ხარ, რა გასაკვირია, რომ მთელი ქალთა დუნია უკან დაგდევს და არაერთი ასული ცდილობს შენს სარეცელში შემოძვრომას. ეს ერთის მხრივ საამო ამბავია, მაგრამ ამას მერე თან ყოველთვის სადავო შვილების გაჩენა, ალიმენტების ხდა და ათასი სკანდალები სდევს.

მაგალითად, რატომ ათი ქალი მაინც არ იძახის, კრიშტიანუ რონალდუსთან თანაყოფით შვილი გამიჩნდა და ოხერ-ტიალმა პორტუგალიელმა ჩემი ბაღანე შვილად აღიაროსო. უარეს დღეში იყო მარადონა, რომელსაც არგენტინიდან-ესპანეთამდე და ესპანეთიდან-იტალიამდე უამრავი ქალი “აბრალებდა“ შვილის მამობას, მაგრამ ამ საქმეში ჭეშმარიტი “ჩემპიონი“ ბაბუა ედსონი, ანუ ედსონ არანტეს დონასიმენტოს პელეა.

სხვადასხვა წყაროებით, პელეს შვილების დედობაზე თავს ოცამდე ქალი დებს და მიუხედავად იმისა, რომ პელემ დეენემის ანალიზითაც დაადასტურა თავისი სიმართლე, ხუთი შვილის ხუთი დედა მაინც „ხახვივით შერჩა“ და პელეს ასაკის მიუხედავად სხვა ქალებიც არ დამცხრალან. მსოფლიო ვარსკვლავობა იცოცხლეთ კარგი რამაა, მაგრამ იგივე პელეს რომ შეხედოს კაცმა, შეიძლება ასეთ ცნობადობაზეც კი აგიცრუვდეს გული...

0.144449