ჩოგბურთი

14:27 | 25.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირზე იასპარეზებს

საქართველოს ნომერი პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში ჩენდუს პირველობაზე ითამაშებს.

პირველ წრეში ნიკას მეტოქე რეიტინგის 47-ე ნომერი სერბი ვიქტორ ტროიცკი იქნება. ურთიერთშეხვედრებში ბასილაშვილი ვიქტორს 1:0-ს უგებს.

ბასილაშვილი ტროიცკის შეხვედრა 26 სექტემბერს, თბილისის დროით 13:30 საათზეა ჩანიშნული.

ჩენდუს ტურნირის საპრიზო ფონდი 1.1 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

0.129259