ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც მეცის ტურნირზე წარმატებულად იასპარეზა და ნახევარფინალში გავიდა, დღეს გამოქვეყნებულ განახლებულ რეიტინგში ხუთი პოზიციით დაწინაურდა.
ნიკამ 64-ე ადგილიდან 59-ზე გადაინაცვლა. ბასილაშვილმა რეიტინგში საუკეთესო 51-ე პოზიცია ამა წლის ივლისის თვეში დააფიქსირა.
განახლებულ რეიტინგში პირველი 10-ეული უცვლელად გამოიყურება.
- რაფაელ ნადალი – 9465
- როჯერ ფედერერი - 7505
- ენდი მარეი – 6790
- ალექსანდრ ზვერევი – 4310
- მარინ ჩილიჩი – 4155
- ნოვაკ ჯოკოვიჩი – 4125
- დომინიკ ტიმი – 3925
- გრიგორ დიმიტროვი – 3575
- სტენ ვავრინკა – 3540
- პაბლო კარენო ბუსტა – 2855
59. ნიკოლოზ ბასილაშვილი – 852