ფეხბურთი

0:48 | 25.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერია A: "მილანის" გასაჭირი და ინტერი" ლიდერების კვალზე

როგორც ჩანს, “მილანის” დაბრუნებამდე ჯერ ადრეა. ყოველშემთხვევაში, “როსონერიმ” იტალიის სერია A-ს VI ტურში მწარე ალიყური იგემა. საქმე არაა მხოლოდ შედეგში, არამედ თამაშის ხარისხში, რომელიც ვინჩენცო მონტელას გუნდმა გენუაში აჩვენა.

“მილანი” იმდენად ამაზრზენად გამოიყურებოდა “ლუიჯი ფერარისის” სტადიონზე, რომ თამაშის შემდეგ “სამპდორიას” მთავარ მწვრთნელს ასეთი სიტყვები ათქმევინა: “ეს საუკეთესო მატჩია ჩემი “სამპდორიაში” მუშაობის პერიოდში”...

მართლაც ასე იყო – “სამპა” დიდებულად გაისარჯა და ოდნავ რომ გამართლებოდა, გაცილებით დიდი ანგარიშით მოიგებდა. აი, “მილანს” კი 90 წუთის განმავლობაში საგოლე მომენტიც არ შეუქმნია. საბოლოოდ, ზღვისპირელებმა 2:0 მოიგეს. საინტერესო გამოვიდა პირველი გოლი: ჯერ ლეონარდო ბონუჩი შეცდა პოზიციის შერჩევისას, მერე კრისტიან ძაპატამ ჩინებული საგოლე პასით მოამარაგა, მოგვარე, მაგრამ მეტოქე დუვანი და კოლუმბიელსაც 4 მეტრიდან ბადეში ბურთის გახვევა არ გასჭირვებია. რიკი ალვარესის ბოლოს გატანილი გოლი “მილანის” იმედში ბოლო ლურსმნის ჩაჭედება იყო. “მილანმა” ზედიზედ მეორე გასვლითი შეხვედრა წააგო და ამ ორ მატჩში 6 გოლი გაუშვა. ნათლად გამოჩნდა, რომ ოდნავ სერიოზულ მეტოქესთან შავ-წითლებს ძალიან, ძალიან გაუჭირდათ. ამასობაში, მონტელას გუნდის გამარჯვებებისკენ მომართვლა მართებს, თორემ ძნელად სავარაუდოა, რომ დიდი ლიმიტი ჰქონდეს და უმუშევარიც დარჩება.

“მილანისგან” განსხვავებით, მართლაც კარგი სტარტი აქვს “ინტერს”. “ნერაძურიმ” მართალია, ბოლოსკენ გატეხა არც ისე ძლიერი “ჯენოა”, მაგრამ მაინც მოიგო და ლიდერებს უდგას კვალში, თან დამსახურებულად. “ინტერს” დანილო დ’ამბროზიომ მოაგებინა 87-ე წუთზე გატანილი გოლით. სხვათა შორის, ლუჩანო სპალეტის გუნდმა მიმდინარე სეზონში თამაშის ბოლო 15 წუთში მერვე გოლი გაიტანა რაც საუკეთესო შედეგია.

რომის “ლაციო” “ნაპოლისთან” მძიმე მარცხმა ვერ გატეხა. სიმონე ინძაგის ბიჭები ვერონაში ჩავიდნენ და ადგილობრივი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი “ჰელასი” გაანადგურეს. კვლავ შეუდარებელი იყო ჩირო იმმობილე, რომელმაც დუბლი გაიფორმა. სხვათა შორის, ჩირო შედეგიანობით მხოლოდ ლიონელ მესისდა პაულო დიბალას ჩამორჩება.

ტურის სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია “კროტონეს” პირველი გამარჯვება. კალაბრიელებმა დებიუტანტი “ბენევენტო” დატოვეს მშრალზე. “ბენევენტო კი 6 ტურის შემდეგ ისევ უქულოდაა და თუ არ გამოფხიზლდება, გავარდნის მთავარი კანდიდატიც გახდება.

“კალიარი” ყოველთვის საკუთარ მოედანზე ძლიერი თამაშით გამოირჩეოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს უკვე აღარ ჭრის. სარდინიაზე კუნძულელებმა “კიევოსთან” წააგეს – 0:2. ასევე სტუმრად მოიგო “ბოლონიამ” რეჯიო ემილიაში, “სასუოლოსთან” (1:0).

ტურის დასკვნით შეხვედრაში კი, მშვიდობიანად გაიყარნენ “ფიორენტინა” და “ატალანტა”. არადა, “იები” ძალიან, ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან. მე-12 წუთზე ფედერიკო კიეზამ მორიგი ულამაზესი გოლი გაიტანა და ამ გოლით მასპინძლები საფინალო სასტვენამდე იგებდნენ. მერე იყო ალეხანდრო გომესის გაცუდებული თერთმეტმეტრიანი, რომელიც მარკო სპორტიელომ მოიგერია. სპორტიელო ის ადამიანია, რომელიც “ატალანტამ” ფიორენტინაში” მოიშორა და იტალიელ კიპერსაც პატარა შურისძიება გამოუვიდა. თუმცა, საბოლოოდ, მარკო და “ფიორენტინა” მაინც გატყდნენ. მსაჯის ბოლო დამატებულ წუთზე რემო ფროილერმა ბერგამოელებს ქულა გადაურჩინა.

“სამპდორია” – “მილანი” 2:0 (0:0)

გენუა, “ლუიჯი ფერარისი”

მაყურებელი: 21 896

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; ბერეშინსკი, სილვესტრე, ფერარი, სტრინიჩი; ბარეტო, ტორეირა (კაპეცი 90), პრატი (ალვარესი 90); რამირესი (ვერე 84); კვალიარელა, ძაპატა

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“მილანი” (3-5-1-1): დონარუმა; ძაპატა, ბონუჩი, რომანიოლი; აბატე (ბორინი 82), კესი, ბილია, ბონავენტურა (ჩალჰანოღლუ 78), როდრიგესი; სუსო (კუტრონე 78), კალინიჩი

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 1:0 ძაპატა (72), 2:0 ალვარესი (90)

გაფრთხილება: დონარუმა (72), ბონუჩი (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 4 (1) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 4:8

მსაჯი: პაოლო ვალერი

“კალიარი” – “კიევო” 0:2 (0:0)

კალიარი, “სანტ ელია”

მაყურებელი: 14 287

“კალიარი” (4-3-1-2): კრანიო; პადოინი (ფარაგო 62), პისაჩენე, ანდრეოლი, მიანგუე; იონიტა, დესენა (ჩიგაინი 46), ბარელა (კოსუ 69); ჟოაო პედრო; ჯანეტი, საუ

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; ტომოვიჩი, გამბერინი, დაინელი, კაჩატორე; კასტრო, რადოვანოვიჩი, რიგონი (ჰეტემაი 33); ბირსა (გარიტანო 76); ინგლეზე, პუჩარელი (სტეპინსკი 84)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 0:1 ინგლეზე (53), 0:2 სტეპინსკი (90)

გაფრთხილება: პისაჩენე (64, 83) – ჰეტემაი (69), კასტრო (78)

გაძევება: პისაჩენე (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 11 (4) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ჯანლუკა აურელიანო

“კროტონე” – “ბენევენტო” 2:0 (1:0)

კროტონე, “ეციო შიდა”

მაყურებელი: 8 827

“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; სამპრისი, აჯეტი, ჩეკერინი, მარტელა (ფარაონი 70); როდენი, მანდრაგორა, ბარბერისი, სტოიანი (ნალინი 70); ტუმინელო (ნვანკვო 4), ტროტა

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

“ბენევენტო” (4-4-2): ბელეკი; ვენუტი, დი კიარა, კოსტა, გრავილონი (ლეტიცია 63); ლომბარდი, მემუშაი, ლაზაარი (პარიჯინი 53); პუშკაში, კოდა (ვიოლა 59)

მწვრთნელი: მარკო ბარონი

გოლები: 1:0 მანდრაგორა (43), 2:0 როდენი (58)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (8) – 11 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: დანიელე ორსატო

“ვერონა” – “ლაციო” 0:3 (0:2)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 18 178

“ვერონა” (4-3-3): ნიკოლასი; რომულო, კარაჩოლო, ჰერტო, სუპრაიენი (ჩერჩი 46); ძაკანი (კინი 46), ძუკულინი, ფოსატი; ბეარძოტი, პაცინი, ვალოტი (ვუ ლი 71)

მწვრთნელი: ფაბიო პეკია

“ლაციო” (3-5-2): სტრაკოშა; პატრიკი, ფელიპე, რადუ; მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა (დი ჯენარო 84), ლულიჩი, ლუკაკუ (მურჯა 68); ლუის ალბერტო (კაისედო 71), იმმობილე

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 0:1 იმმობილე (24, პენ), 0:2 იმმობილე (41), 0:3 მარუშიჩი (60)

გაფრთხილება: კინი (51), ფოსატი (80) - პაროლო (15), მარუშიჩი (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 10 (6) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“ინტერი” – “ჯენოა” 1:0 (0:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

მაყურებელი: 50 037

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, დალბერტი; ბორხა ვალერო (კარამო 72), ბროჟოვიჩი (ჟოაო მარიო 81); კანდრევა (ედერი 60), ვესინო, პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; ბირასკი, როსეტინი, ძუკანოვიჩი; როზი, კოფი, ველოზუ (რიგონი 79), ლაქსალტი (მილიორე 53); ომეონგა, პელეგრი (პანდევი 74), ტაარაბტი

მწვრთნელი: ივან იურიჩი

გოლი: 1:0 დ’ამბროზიო (87)

გაფრთხილება: მილიორე (84), ძუკანოვიჩი (90)

გაძევება: ომეონგა (90), ტაარაბტი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (12) – 9 (4) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მარკო გუიდა

“სასუოლო” – “ბოლონია” 0:1 (0:0)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 10 000

“სასუოლო” (3-5-2): კონსილი; ლეტშერტი, კანავარო, აჩერბი; ლიროლა, მისიროლი, მანიანელი, დანკანი (სენსი 59), აჯაპონგი; ბერარდი (ბიონდინი 79), მატრი (ფალჩინელი 70)

მწვრთნელი: კრისტიან ბუკი

“ბოლონია” (3-5-2): და კოსტა; ჰელანდერი, დე მაიო (ოკვონკვო 86), გონსალესი, მბაიე, პოლი (ტაიდერი 88), პულგარი, დონსა, მაზინა; ვერდი (პეტკოვიჩი 71), პალასიო

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლი: 0:1 ოკვონვკო (89)

გაფრთხილება: აჯაპონგი (52), მანიანელი (73, 80) – პულგარი (83), პოლი (86), ოკვონკვო (90), დონსა (90)

გაძევება: მანიანელი (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (5) – 12 (9) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

“ფიორენტინა” – “ატალანტა” 1:1 (1:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 25 000

“ფიორენტინა” (4-2-3-1): სპორტიელო; ლაურინი, პეცელა, ასტორი, ბირაგი (ოლივერა 68); სანჩესი, ვერეტუ; ჟილ დიასი, კიეზა, ტერო (ეისერიჩი 75); სიმეონე (ბაბაკარი 53)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“ატალანტა” (3-4-2-1): ბერიშა; ტოლოი (მანჩინი 25), კალდარა, პალომინო; კასტანიე, დე რუნი, ფროილერი, სპინაცოლა; კურტიჩი (კორნელიუსი 51), ილიჩიჩი (ორსოლინი 71); გომესი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 1:0 კიეზა (12), 1:1 ფროილერი (90)

გაფრთხილება: კიეზა (40), ბირაგი (51) – სპინაცოლა (14), დე რუნი (30), მანჩინი (58), კასტანიე (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 14 (5) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:8 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: ლუკა პაირეტო

ბომბარდირები: პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) – 10 გოლი, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 8, ედინ ჯეკო (“რომა”) – 6, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 6, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 6.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.560363