გურამ კაშიამ “აიაქსი”-“ვიტესის” მატჩში გოლი გაიტანა. არნემელთა ქართველმა კაპიტანმა 21-ე წუთზე გახსნა ანგარიში, როცა ბრუნსის ჩაწოდებული ბურთი გადაგზავნა კარში. ტაიმის ბოლოს “ვიტესმა” მეორეც გაიტანა და საბოლოოდ, 2:1 მოიგო. კაშიამ მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა.
ექვსი ტურის შემდეგ, “ვიტესს” 13 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. კაშიასთვის კი ეს სეზონში მეორე გოლია.
რუსულ პრემიერლიგაში გოლი გაიტანა “ვიტესის” ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ. მან “ტოსნოსთან” მოგებულ შეხვედრაში (3:1) გამოიჩინა თავი, კერძოდ, პენალტი შეასრულა ზუსტად. ქართველმა 67 წუთი ითამაშა. “ურალი” მეექვსე ადგილზეა.