ფეხბურთი

17:02 | 24.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბახჩემ" გოლი გაუშვა და თურქი ქომაგის რეაქციამაც არ დააყოვნა... (+VIDEO)

თურქი გულშემატკივრების ემოიებისა და ზოგჯერ ზღვარგადასულიობის შესახებ არაერთხელ თქმულა და დაწერილა. თუმცა, გუშინ, სტამბოლური დერბის მიმდინარეობისას "ფენერბახჩეს" ქომაგმა თავი სულ დაკარგა და ტელევიზორი კარგა გვარიანად დაამსხვრია.

"ფენერის" ქომაგის გაბრაზება გაშვებულმა გოლმა გამოიწვია და რეაქციამაც არ დააყოვნა... ისე, უცნაურია, მაგრამ ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როდესაც "ფენერბახჩე" მოძულე მეტოქეს ამარცხებდა. ადვილი წარმოსადგენია რას იზამდა გაცხარებული გულშემატკივარი იმ გოლით მის საყვარელ გუნდს რომ წაეგო.

უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, "ფენერბახჩემ" 2:1 მოიგო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მატჩში მსაჯმა 13 ყვითელი და 5 წითელი ბარათი აჩვენა ფეხბურთელებს...

0.120176