რუსეთის პრემიერლიგის XI ტურში "ურალმა" "ტოსნოს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ამ მატჩში ანგარიში მეხუთე წუთზე გიორგი ჭანტურიამ გახსნა. ქართველმა თერთმეტრიანი დაარტყა ზუსტად.
გიორგიმ 67-ე წუთამდე ითამაშა და მერე შეცვალეს. ჩვენებურმა მიმდინარე სეზონში მეცხრე შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.
"ურალი" 11 ტურის შემდეგ 16 ქულით მეექვსე ადგილზეა.