ფეხბურთი

0:05 | 24.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

”ლოკომოტივის” საერთო 11:0 “ჩიხურასთან”

5:0, 3:0, 3:0 – ამ ანგარიშებით ამარცხებს “ლოკომოტივი” საჩხერის “ჩიხურას”. მესამე დაპირისპირება და საერთო ანგარიშია 11:0. გიორგი დევდარიანის გუნდი მეოთხე ადგილზეა და შეეცდება, ევროპის ლიგაზე გავიდეს. მეოთხეობა გარანტიას არ იძლევა, რადგან გააჩნია, თასს ვინ მოიპოვებს, თუმცა “ლოკო” ბოლომდე იბრძვის.

ვატო არველაძემ შოთა არველაძის მოძრაობა გააკეთა, კარის გასწვრვ გააკეთა პასი და ირაკლი სიხარულიძემ ანგარიში გახსნა – 1:0. მერე ისევ სიხარულიძემ გიორგი გოროზიას პასის შემდეგ შეაგდო და 2:0 გახდა, ხოლო მესამე ბურთი გეგა დიასამიძემ გაიტანა კარგი გარღვევისა და დარტყმის შემნდეგ – 3:0.

არველაძემ რამდენჯერმე ისეთი რამ გააკეთა, საქართველოს ჩემპიონატში ძალიან მონატრებულნი რომ ვართ. კარგი იქნებოდა, გოლიც გაეტანა, თუმცა მის ნაცვლად ეს საქმე სიხარულიძემ იკისრა და 22 გოლიც მოაგროვა. დიდი ალბათობით, სწორედ სიხარულიძე გახდება სეზონის საუკეთესო ბომბარდირი.

მეორეზე დიმიტრი ტატანაშვილია (13 გოლი) და მასაც ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ ვერ მოახერხა. “ტატანას” ორივეჯერ რევაზ თევდორაძემ აჯობა და უნდა ითქვას, ტევდორაძემ მეორე ტაუმის დასაწყისში არაერთხელ იხსნა თავისიანები. “ჩიხურამ” სწორედ ეს პერიოდი ჩაატარა კარგად და შეეძლო 2:1 გაეხადა ანგარიში, თუმცა პირიქით მოხდა – დიასამიზის გოლმა თამაში, როგორც იტყვიან, დაასრულა.

ეროვნული ლიგა. 27-ე ტური

თბილისი. მიხეილ მესხი-2

ლოკომოტივი (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე) 3:0 (2:0)

ლოკომოტივი: თევდორაძე, ღონღაძე, კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა, გვილია, სამურკასოვი, დიასამიძე (ანდრონიკაშვილი 75), გოროზია (კიკაბიძე 64), არველაძე (გავაშელიშვილი 69), სიხარულიძე

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

ჩიხურა: ჰამზიჩი, თ.გრიგალაშვილი, კაშია, მირცხულავა, ჩიკვაიძე (დეკანოიძე 26), განუგრავა (გორგიაშვილი 32), დობროვოლსკი, ფონიავა, კორიფაძე, სარდალიშვილი (ივანიშვილი 64), ტატანაშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 1:0 სიხარულიძე (11), 2:0 სიხარულიძე (21), 3:0 დიასამიძე (55)

გაფრთხილება: ღონღაძე, არველაძე – დეკანოიძე, კაშია

მსაჯი: ი.კვირიკაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119839