ფეხბურთი

14:32 | 23.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო და ეტოო “ანთალიასფორს” გაწვრთნიან

“მილანისა” და “ინტერის” ყოფილი მწვრთნელი ლეონარდო თურქულ “ანთალიასფორს” გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო აქვეყნებს.

წყაროს ცნობით. 48 წლის ბრაზილიელი უკვე დათანხმდა თურქულ კლუბს და ახლა მხარეები პირადი კონტრაქტის დეტალებს განიხილავენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრაზილიელ სპეციალისტს კლუბში სამუელ ეტოოსთან ერთად მოუწევს მუშაობა, ვისაც 2010-2011 წლების სეზონში “ნერაძურიის” შემადგენლობაში წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ “ანთალიასფორს” 3 ქულა აქვს და მე-16 – გასავარდნ პოზიციაზე იმყოფება.

0.119441