კალათბურთი

1:55 | 23.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცინცაძე კარიერას რუმინეთში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე კარიერას რუმინეთში გააგრძელებს. 24secunde.ro-ს ინფორმაციით, 31 წლის ქართველი მოთამაშე დამდეგ სეზონს იასის “პოლიტექნიკაში” გაატარებს.

როგორც აღნიშნული წყარო გვამცნობს, გიორგი სამშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ ევროპის ჩემპიონატზე ნატკენი ფეხი თავს არ შეახსენებს, იმავე დღის საღამოს გუნდთან ერთად ვარჯიშშიც მიიღებს მონაწილეობას.

გიორგიმ გასული სეზონი სუპერლიგის ბინადარ “ქუთაისში” გაატარა და საშუალო მონაგარი ასეთი ჰქონდა: 17.4 ქულა, 7.0 პასი, 5.1 მოხსნა, 2.1 ჩაჭრა, 28 წუთი და 16.6 ეფექტურობა. რაც შეეხება ევროპის 2017 წლის ჩემპიონატს, “ბუმ” პირველივე მატჩში ლიტვასთან ტრავმა მიიღო და დარჩენილი შეხვედრები მტკივანი ფეხით ჩაატარა: 2.8 ქულა, 3.2 პასი, 1.6 მოხსნა, 1.2 ჩაჭრა.

გიორგი ცინცაძე საქართველოს ნაკრებში 2005 წლიდან მოყოლებული თამაშობს და ოთხ ევროპის ჩემპიონატზე (2011, 2013, 2015 და 2017) მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება "პოლიტექიკას" - ეს გუნდი რუმინეთის A დივიზიის ახალწვეულია. რეგულარული სეზონი 7 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო ცინცაძის ახალი გუნდი სეზონს "კრაიოვასთან" მატჩით გახსნის.

0.116185