ფიფას ვერსიით 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის სამი ფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ფინალურ სამეულში იტალიელები დომინირებენ.
მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი უწყების ვერსიით წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე წარდგენილნი არიან: მასიმილიანო ალეგრი (“იუვენტუსი”, იტალია), ანტონიო კონტე (“ჩელსი”, იტალია), ზინედინ ზიდანი (“რეალი”, საფრანგეთი).
გამარჯვებული საბოლოოდ ეროვნული ნაკრებების მწვრთნელების, კაპიტნების, გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების ხმებით გამოვლინდება. საბოლოო შედეგები კი, 23 ოქტომბერს, ფიფას გალა დაჯილდოვებაზე გახდება ცნობილი.