ფეხბურთი

0:55 | 23.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკმა” კომბაროვს და გლუშაკოვს გაუხანგრძლივა

“სპარტაკმა” ძირითადი შემადგენლობის ორ ნახევარმცველს დიმიტრი კომბაროვს და დენის გლუშაკოვს ახალი კონტრაქტები გაუფორმა. აღნიშნული ინფორმაცია მოსკოვური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

30 წლის ფეხბურთელები “ოტკრიტიე არენაზე” 2020 წლის 30 ივნისამდე ითამაშებენ.

კომბაროვმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩის ჩატარება მოასწრო, ხოლო გლუშაკოვმა 11-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.126752