უეფას ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების შესახებ ბევრჯერ თქმულა და დაწერილა. უკვე გაცვეთილი თემაა კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის რბოლა ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში გოლეადორთა შორის.
საინტერესოა, რა სიტუაციაა ამ მხრივ უეფას რანგით მეორე ტურნირ ევროპა ლიგაზე – მოგეხსენებათ, ევროპა ლიგა 2009-2010 წლების სეზონიდან ტარდება. მართალია, მანამდე თითქმის იდენტური გათამაშებაც იმართებოდა, თუმცა სხვა სახელით – უეფას თასი.
თავდაპირველად გავეცნოთ სწორედ ევროპა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავას (შედეგები სათვალავში მიღებულია 2009 წლიდან).
ევროპა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები:
რადამელ ფალკაო (“პორტუ”, “ატლეტიკო”) – 30 გოლი.
ოსკარ კარდოზო (“ბენფიკა”) – 20 გოლი.
არიც ადურისი (“ბილბაო”) – 18 გოლი.
კევინ გამეირო (“სევილია”, პსჟ, “სტრასბური”) – 17 გოლი.
ჯუზეპე როსი (“ვილიარეალი”, “ფიორენტინა”) – 17 გოლი.
რაც ზემოთ ვნახეთ, ეს მხოლოდ ეროპა ლიგის გოლეადორები იყვნენ, მაგრამ თუ ამას უეფას თასის შედეგებსაც დავუმატებთ, სხვა სურათს მივიღებთ. რაც ჩვენთვის ყველაზე გამოსარჩევია, უეფას თასის ყველა დროის გოლეადორთა შორის ხუთეულში ქართველია – შოთა არველაძე.
რა თქმა უნდა, შოთაზე ცოტა ვრცლადაც უნდა ვთქვათ: არველაძეს უეფას თასზე 44 მატჩი აქვს ჩატარებული და 27 გოლი მართლაც ჩინებული შედეგია. გამოდის, რომ ჩვენებური საშუალოდ თამაშში 0.613 გოლს იტანდა. შოთას სხვა და სხვა პერიოდში თბილისის “დინამოს”, “ტრაბზონსფორის”, “აიაქსის”, “რეინჯერსისა” და “ალკმაარის” მაისურით გაუტანია უეფას თასზე.
არველაძემ საუკეთესო შედეგი 2006-2007 წლების სეზონში დააფიქსირა, როდესაც ჰოლანდიური "ალკმაარის" ღირსებას იცავდა. მაშინ ჩვენებურმა უეფას თასზე 7 გოლი გაიტანა და იმ სეზონის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილი გაიყო დიმიტარ ბერბატოვთან და კლაას-იან ჰუნტელაართან ერთად. ქართველ ფოვარდზე მეტი გოლი მხოლოდ კლაუდიუ ნიკულესკუმ (8) და ვალტერ პანდიანიმ გაიტანეს (11).
უეფას თასის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები:
ჰენრიკ ლარსონი (“ფეიენოორდი”, “სელტიკი”, “ჰელსინბორგი”) – 40 გოლი.
კლაას-იან ჰუნტელაარი (“ჰერენვეენი”, “აიაქსი”, “შალკე”) – 34 გოლი.
რადამელ ფალკაო (“პორტუ”, “ატლეტიკო”) – 31 გოლი.
დიტერ მიულერი (“კიოლნი”, “შტუტგარტი”, “ბორდო”) – 29 გოლი.
შოთა არველაძე (“დინამო”, “ტრაბზონსფორი”, “აიაქსი”, “რეინჯერსი”, “ალკმაარი”) – 27 გოლი.
და ბოლოს, საინტერესოა ვნახოთ თუ რომელი ფეხბურთელები ხდებოდნენ ევროპა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები კონკრეტული სეზონის მიხედვით.
ევროპა ლიგის ბომბარდირები სეზონების მიხედვით:
2009-2010: ოსკარ კარდოზო (“ბენფიკა”) და კლაუდიო პიზარო (“ვერდერი”) – 9 გოლი.
2010-2011: რადამელ ფალკაო (“პორტუ”) – 17 გოლი.
2011-2012: რადამელ ფალკაო (“ატლეტიკო”) – 12 გოლი.
2012-2013: ლიბორ კოზაკი (“ლაციო”) – 8 გოლი.
2013-2014: ჯონათან სორიანო (“ზალცბურგი”) – 8 გოლი.
2014-2015: ალანი (“ზალცბურგი”) და რომელუ ლუკაკუ (“ევერტონი”) – 8 გოლი.
2015-2016: არიც ადურისი (“ბილბაო”) – 10 გოლი.
2016-2017: ედინ ჯეკო (“რომა”) და ჟულიანო (“ზენიტი”) – 8 გოლი.