საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ჯეიკობ პულენი კარიერას NBA–ში განაგრძობს. ცნობილი ამერიკელი საკალათბურთო მიმომხილველის დევიდ პიკის ცნობით, 27 წლის გამთამაშებელი “ფილადელფია სიქსერზის” ღირსებას დაიცავს.
პულენი 2007-2011 წლებში ამერიკის სტუდენტურ ლიგაში თამაშობდა და “კანზას სტეიტის” ღირსებას იცავდა, ხოლო 2011 წელს ევროპაში გადაბარგდა და ექვსი წლის განმალობაში რვა კლუბის მაისური მოირგო. ის ყველაზე შედეგიანი 2012/2013 წლების სეზონში იყო, როდესაც საშუალოდ 20.7 ქულას და 2 გადაცემას აგროვებდა. 2014 წელს კი, “ბარსელონაში” თამაშის პერიოდში ერთ მატჩში თორმეტი 3-ქულიანი ჩააგდო და ესპანეთის ლიგაში ამ მხრივ რეკორდი დაამყარა.
მან გასული სეზონი რუსულ “ხიმკიში” ჩაატარა, სადაც ევროთასზე 17-ჯერ მიიღო მონაწილეობა. ის საშუალოდ 18 წუთს თამაშობდა და 10.3 ქულას და 2.5 გადაცემას აგროვებდა.
შეგახსენებთ, რომ პულენმა საქართველოს ნაკრების მაისურით ევრობასკეტ 2015-ზე ითამაშა.