ეროვნული ლიგის XXVII ტურში ერთმანეთს “საბურთალო” და აუსტაიდერი “შუქურა” დაუპირისპირდნენ. “დავით პეტრიაშვილზე” შეკრებილმა ქომაგმა საკმაოდ ხარსიხიანი და ლამაზი ფეხბურთი იხილა, ასეთივე გოლებით.
“საბურთალო” ბოლო დროს ჩინებულ ფორმაშია და ბუნებრივია, რომ ფავორიტადაც მიიჩნეოდა. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა თავიდანვე სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი და მე-15 წუთისთვის თამაშის ბედი თითქმის გადაწყვეტილიც იყო. ჯერ, სტუმრებს შეცდომა არ აპატიეს და გიორგი ხარაიშვილის პასით ლაშა შინდაგორიძემ შორეულ კუთხეში ჩასვა ბურთი. მალევე, ხარაიშვილმა უკვე თავად გაიტანა – საჯარიმო დარტყმით. შეხვედრის საუკეთესო მომენტი კი მე-14 წუთზე დადგა: “საბურთალომ” კუთხური ჩააწოდა იქ კი გაგი მარგველაშვილმა შედევრი გამოაცხო – ტანმაღალმა მცველმა მაკრატელა დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში გამანაგურებელი გახადა – 3:0.
თითქოს, “შუქურა” განწირული იყო, მაგრამ აჭარლებმა ბოლომდე იბრძოლეს: მეორე ტაიმის სტარტზე კიდევ ერთი გოლი გავიდა სტანდარტულიდან – გიორგი გურულის ჯარიმა ძელს მოხვდა, შემდეგ ლაზარე კუპატაძეს შეეხო და მაინც კარში აღმოჩნდა. მერე იყო რომან ჩაჩუას მოხდენილი თავური და – 3:2.
“შუქურამ” თამაში მაქსიმალურად დაძაბა, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარც მოასწრო და ვეღარც შეძლო. “საბურთალომ” ზედიზედ მერვე წაუგებელი მატჩი ჩაატარა და მათ შორის, მესამედ მოიგო. “შუქურა” კი ისევ ბოლო პოზიციაზეა ძნელად სავარაუდოა ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს.
“საბურთალო” – “შუქურა” 3:2 (3:0)
თბილისი, “დავით პეტრიაშვილი”
“საბურთალო”: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი (ტერა 62), შინდაგორიძე (მუეცი 72), ხარაიშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი, თარხნიშვილი, კოხრეიძე (ბიძინაშვილი 55), ვოლკოვი
მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი
“შუქურა”: სომხიშვილი, ჩადუნელი (პომაზანი 46), ჩაგელიშვილი (შალამბერიძე 79), კლიმიაშვილი, მარსელინიო, გურული, ტიანლინი (ჯეფინიო 50), კახელიშვილი, დასე, გოგიტიძე, ჩაჩუა
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
გოლები: 1:0 შინდაგორიძე (2), 2:0 ხარაიშვილი (8), 3:0 მარგევლაშვილი (14), 3:1 კუპატაძე (48, ა.გ), 3:2 ჩაჩუა (65)
გაფრთხილება: იაშვილი (62), ტერა (81) – გურული (23), ტაინლინი (31), ჩადუნელი (34), გოგიტიძე (85)
მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი