ფეხბურთი

20:00 | 22.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტრადიციული სურათი: არაბიძე, ჯარიმა და გოლი

დონეცკის “შახტარის” 21-წლამდელთა გუნდში მორიგი გოლი გაიტანა გიორგი არაბიძემ. ქართველმა შემტევმა ჩვეულ სტილში იხეირა: მე-11 წუთზე ჯარიმა გამოიმუშავა და თავადვე გოლად აქცია.

საბოლოოდ, “შახტარმა” “ზვეზდა” 4:0 გაანადგურა, ხოლო გიორგიმ მოედანზე 90 წუთი გაატარა.

გიორგი გასული სეზონის მსგავსად ახალგაზრდულ გუნდში გამორჩეულია, მაგრამ პირველ გუნდში თავის გამოჩენის შესაძლებლობას პაულუ ფონსეკა ისევ არ აძლევს.

0.199177