ტოკიოს ტურნირის მეოთხედფინალში ერთამენთს მსოფლიოს ორი ყოფილი პირველი ჩოგანი დაუპირისპირდა. ანგელიკ კერბერმა კაროლინა პლიშკოვას 7:6, 7:5 აჯობა. შეხვედრა საათსა და 51 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში, ტაი-ბრეიკზე კერბერმა 7:5 იმარჯვა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთადერთი ბრეიკი შესრულდა, რომელიც ანგელიკმა მეორე სეტში 6:5-ზე შეასრულ.
1/2-ფინალში კერბერი რუს ანასტასია პავლიუჩენკოვას დაუპირისპირდება.