ფეხბურთი

15:06 | 22.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

უნაი ემერი: “ვაღიარებ, ნეიმარმა და კავანიმ წაიჩხუბეს”

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ დაადასტურა ფაქტი, რომ “ლიონთან” მატჩის შემდეგ ნეიმარსა და კავანის შორის მცირე კამათი იყო.

“მატჩის დასრულების შემდეგ ემოციებმა პიკს მიაღწია. ბიჭებს გასახდელში ხმამაღალი შელაპარაკება ჰქონდათ, მაგრამ ვფიქრობ, ეს ნორმალურია და ასეთი რამ ხშირად ხდება ხოლმე. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს ფაქტი გუნდში კარგ ატმოსფეროს არ დაარღვევს.

ნეიმარი და კავანი კონკურენტუნარიანი მოთამაშეები არიან და მათ სურთ, მეტი წვლილი შეიტანონ გუნდის წარმატებაში. გარდა ამისა, მათ ასევე აქვთ ინდივიდუალური მიზნები”, - განაცხადა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ურუგვაელსა და ბრაზილიელს შორის მას შემდეგ მოხდა, რაც “ლიონთან” მატჩში პენალტის დარტყმის უფლება ნეიმარმა მოიპოვა, თუმცა თერთმეტმეტრიან ნიშნულთან კავანი დადგა, რომელმაც გოლის გატანა ვერ მოახერხა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნეიმარმა ხსენებული ინციდენტის გამო კავანის ბოდიში მოუხადა.

0.117463