ფეხბურთი

15:35 | 22.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი და ლამპარდი ინგლისური ფეხბურთის “დიდების დარბაზში”

ინგლისის ეროვნულმა საფეხბურთო მუზეუმმა “დიდების დარბაზის” შვიდი ახალი წევრის ვინაობა გამოაცხადა.

ინგლისური ფეხბურთელის “დიდების დარბაზში” შეიყვანეს: ინგლისის ნაკრების ნახევარმცველები სტივენ ჯერარდი და ფრენკ ლამპარდი, აწ გარდაცვლილი უელსელი ფეხბურთელი გარი სპიდი, “ვესტ ჰემის” ყოფილი მოთამაშე და მწვრთნელი ბილი ბონდსი, “არსენალის” ექსმეკარე ბობ უილსონი, ქალი ფეხბურთელები - კელი სმიტი და რეიჩელ იანკი.

“ეს, ისევე როგორც ჩემი კარიერის განმავლობაში მოპოვებული თითოეული ჯილდო და აღიარება, ჩემთვის დიდი პატივი და გაწეული შრომის დაფასებაა. ამ ყველაფერის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ჩემი თანაგუნდელებისა და მწვრთნელების გარეშე, რომლებთან მუშაობაც მომიწია. მათ თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი და დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს” - განაცხადა ინგლისის საფეხბურთო მუზეუმში ხუთშაბათს გამართულ ღონისძიებაზე “ლივერპულის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სტივენ ჯერარდმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.125733