ფეხბურთი

13:37 | 22.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ალავესი” დე ბიაზის ჩააბარეს

ესპანური “ალავესის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ჯანი დე ბიაზიმ დაიკავა. იტალიელი სპეციალისტი გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს და შედეგებიდან გამომდინარე გადაწყდება კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი.

დე ბიაზი ბოლო 6 წლის განმავლობაში ალბანეთის ეროვნულ ნაკრებში წარმატებით მუშაობდა. გუნდი, რომელსაც ანგარიშგასაწევ ძალად ნაკლებად მიიჩნევდნენ, ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.

61 წლის იტალიელ მწვრთნელს “ალავესში” იოლი სამუშაო არ ელის, გუნდი ლა ლიგის ხუთი ტურის შემდეგ უქულოდაა და გოლიც კი არ გაუტანია. სწორედ ამის გამო მოუწია დე ბიაზის წინამორბედს, ლუის სუბელდიას თანამდებობის დატოვება.

0.112558