ხუთი ტურის შემდეგ “ლევანტე” კვლავ წაუგებლად ასპარეზობს. თანაც, ვალენსიურ კლუბს საკმაოდ რთული კალენდარი ჰქონდა, თუმცა ხუან მუნიოსმა გუნდი იდეალურად მოამზადა და შედეგიც სახეზეა. “ბაყაყებმა” პირველ ტურში შინ “ვილიარეალი” დაამარცხეს, ხოლო შემდეგ სამი მატჩი ფრედ ითამაშეს – “რეალთან” (გასვლა), “დეპორტივოსთან” და “ვალენსიასთან” (შინ).
მეხუთე ტურის დასკვნით მატჩში კი, ვალენსიელები “სიუდად დე ვალენსიაზე” “სოსიედადს” დაუხვდნენ და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. პირველ ნახევარში ორივე გუნდს კარგი მომენტები შეექმნათ, თუმცა უფრო მეტი საქმე ხერონიმო რულის ჰქონდა, რომელმაც სამ ეპიზოდში აშკარა გოლისგან იხსნა საკუთარი გუნდი, თუმცა ტაიმის უკანასკნელ წუთზე გოლი მაინც გაუშვა და თან რა გოლი?! მასპინძელთა ცენტრალურმა მცველმა ჩემამ საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა და ჯობს, რომ ეს ბურთი საკუთარი თვალით ნახოთ.
მეორე ნახევარში კი, “ბაყაყებმა” საკუთარი უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცეს. 74-ე წუთზე ხოსე ლუის მორალესმა პენალტი გამოიმუშავა, რომელიც თავადვე შეასრულა ზუსტად და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა, ხოლო 89-ე წუთზე ბარდიმ საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ააციმციმა – 3:0.
გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა “ვილიარეალმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ესპანიოლის” დამარცხება ვერ შეძლო. მთლიანობაში შეხვედრა საკმაოდ თანაბარი გამოდგა და შედეგიც ალბათ სამართლიანია. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერავინ ივარგა – 0:0.
“სელტამ” “ესტადიო ბალაიდოსზე” “ხეტაფეს” უმასპინძლა და გამარჯვება ბოლო წუთებში გაუშვა ხელიდან. მასპინძლები 25-ე წუთზე მაქსიმილიანო გომესმა დააწინაურა. გალისიურ კლუბს მიმდინარე სეზონში 6 ბურთი აქვს გატანილი და აქედან 5 სწორედ ურუგვაელ ფორვარდზე მოდის (ზოგიერთი გამოცემა “ბეტისის” კარში გასულ გოლს გომესს უთვლის, ხოლო ზოგი კამარასას ავტოგოლად მიიჩნევს). კასტილიელებმა წონასწორობა 86-ე წუთზე აღადგინეს: ალვარო გერეროს მიერ კარის გასვრივ გაკეთებულ ჭკვიანურ გადაცემას ანხელ როდრიგესი გამოეხმაურა და საკუთარ გუნდს ქულა მოუპოვა – 1:1.
ვილიარეალი – ესპანიოლი 0:0
ვილიარეალი, “ესტადიო დე ლა კერამიკა”
ვილიარეალი (4-4-2): ბარბოსა, ალვარო, რუისი, კოსტა, გასპარი, ტრიგეროსი (ფორნალსი 81), რ.ერნანდესი, ჩერიშევი (რ.სორიანო 61), კასტილიეხო, ბაკამბუ, ბაკა (უნალი 67).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, ჰერმოსო, დავიდ ლოპესი, კარისოლი, ვ.სანჩესი, დარდერი, ფუეგო, ხურადო, პიატი (მელენდო 60), ბაპტიშტაო (ს.გარსია 68), ხ.მორენო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
გაფრთხილებები: ბაკა, ბაკამბუ, ტრიგეროსი, ალვარო, ფორნალსი – ვ.სანჩესი, ფუეგო
მსაჯი: მუნუერა მონტერო
სელტა – ხეტაფე 1:1 (1:0)
ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”
სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, ს.გომესი, ფონტასი, მალიო, ხონი, ხოზაბედი (ვასი 81), პ.ერნანდესი, მენდეში (მორი 60), ასპასი, სისტო (ლობოტკა 74), მ.გომესი.
მწვრთნელი: ხუან კარლოს უნსუე
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, დაკონამი, კალა, დ.სუარესი, არტუნეში, არამბარი, ბერგარა, ფაჟრი (ა.გერერო 56), დიედჰუ (მონტერო 75), პორტილიო (ა.როდრიგესი 56), მოლინა.
მწვრთნელი: პედრო ბორდალასი
გოლები: 1:0 მ.გომესი (25), 1:1 ა.როდრიგესი (86)
გაფრთხილებები: ხოზაბედი, მ.გომესი – დაკონამი, არტუნეში, დ.სუარესი, ა.გერერო
მსაჯი: ტრახილიო სუარესი
ლევანტე – სოსიედადი 3:0 (1:0)
ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”
ლევანტე (4-2-3-1): რ.ფერნანდესი, ჩემა, პოსტიგო, ტონიო, პ.ლოპესი, კამპანია (დაკური 67), რობერი, ბარდი, ჟასონი (ივი 36), მორალესი (სამუელი 81), ალეგრია.
მწვრთნელი: ხუან მუნიოსი
სოსიედადი (4-2-3-1): რული, ლორენტე, ელუსტონდო (კანალესი 72), ესპინოზა (ოდრიოზოლა 67), დე ლა ბელა, ზუბელდია, ილარამენდი, ველა, პრიეტო, ხუანმი, ვილიან ჟოზე (ხონი 58).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი
გოლები: 1:0 ჩემა (45), 2:0 მორალესი (75 პენ.), 3:0 ბარდი (89)
გაფრთხილებები: ჩემა, ბარდი – ლორენტე
გაძევება: ლორენტე (88)
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო