დიეგო კოშტა მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას “როხიბლანკოსა” და ლონდონის “ჩელსის” ვებგვერდები ოფიციალურად ადასტურებენ. ფეხბურთელი მადრიდელებს უახლოეს დღეებში შეუერთდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერი ღირებულებამ 65 მილიონი ევრო შეადგინა. აღსანიშნავია, რომ “ატლეტიკოს” სატრანსფერო აკრძალვის გამო ფეხბურთელის გამოყენება 2018 წლის იანვრამდე არ შეეძლება და ბრაზილო-ესპანელს მანამდე მხოლოდ ვარჯიშით მოუწევს დაკმაყოფილება.
28 წლის დიეგო კოშტა “ატლეტიკოში” 2007-2009 და 2010-2014 წლებში თამაშობდა და “ვისენტე კალდერონთან” დადებითი მოგონებები აკავშირებს. “ჩელსიში” იგი სწორედ მადრიდული გუნდიდან გადავიდა, თუმცა “არისტოკრატების” დატოვება ანტონიო კონტესთან კონფლიქტის გამო მოუწია.