ფეხბურთი

22:11 | 21.09.2017 | ნანახია 2351 - ჯერ

კავანის იტალიური ვარიანტები

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი, შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პსჟ კავანისა და ნეიმარს შორის კონფლიქტს დახურულად მიიჩნევს, ურუგვაელი ფეხბურთელის პარიზიდან წასვლა გარდაუვალია.

30 წლის შემტევის მიმართ ინტერესს დორტმუნდის “ბორუსია” და მადრიდის “რეალი” იჩენენ, მაგრამ ადგილობრივ გამოცემებს თუ დავერწმუნებით, ყველაზე დიდი შანსია, რომ ედინსონი იტალიაში დაბრუნდეს.

კავანის უკავშირებენ, როგორც ყოფილ კლუბ “ნაპოლის”, ისე “იუვენტუსსა” და მილანის “ინტერს”. აქვე გეტყვით, რომ ურუგვაელი თავის დროზე აპენინზე ჯერ “პალერმოს”, მერე კი “ნაპოლის” რიგებში გამოდიოდა.

პსჟ-დან კავანის შესაძლო წასვლის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრაზილიელ ნეიმართან კონფლიქტი მოუვიდა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:52 | 09.03.2015
BEERTRANCE (97819)

ბუნდესლიგაში ყინულის ჰოკეი მომრავლდა DDDDDDDDDDDDDDDDDD

13:30 | 09.03.2015
arturi-baierni (24493)

...

02:35 | 09.03.2015
mushni (93569)

არისსსსსსს ბუნდესლიგაა

0.069736
2351