მეცის ტურნირის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის 23-ე ნომერი და ჰარდის საფარზე ბრწყინვალედ მოასპარეზე ჟილ მიულერი 6:4, 6:4 დაამარცხა.
ნიკა თავის ჩაწოდებაზე დამაჯერებლად თამაშობდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში მიულერს ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია. 6-6 ეისი ჰქონდა ორივე ჩოგბურთელს. მიულერმა, რომელიც ცნობილია კარგი ჩაწოდებით, ვერც ამ კომპონენტში აჯობა ქართველ ჩოგბურთელს. ნიკამ 5-დან 2 ბრეიკი შეასრულა.
ორივე სეტში ბასილაშვილმა 4:4-ზე გადამწყვეტი ბრეიკები შეასრულა.
1/4-ფინალში ნიკოლოზის მეტოქე ისტომინი-მადენის დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.