ფეხბურთი

16:14 | 21.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პიტერ ბოში ბუნდესლიგის ისტორიაში

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი პიტერ ბოში ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა. ჰოლანდიელი სპეციალისტის გუნდს საწყის 5 ტურში გოლი არ გაუშვია.

“ვოლსბურგთან” (3:0), “კიოლნთან” (5:0), “ფრაიბურგთან” (0:0), “ჰერტასთან” (2:0) და ბოლოს “ჰამბურგთან” (3:0) - ამ შედეგით, “ბორუსიას” თავკაცი ბუნდესლიგაში გახდა პირველი დებიუტანტი მწვრთნელი, რომლის გუნდმაც პირველ ხუთ მატჩში კარი მშრალად შეინახა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ტომას ტუხელი ჩაანაცვლა. რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, მისი გუნდი 4 მოგებითა და 1 ფრით პირველ პოზიციაზე იმყოფება.

0.11307