ჩოგბურთი

15:15 | 21.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდსმენი როჯერ ფედერერი

დიდი სლემის 19-გზის ჩემპიონმა, როჯერ ფედერერმა მორიგი რეკორდი დაამყარა. როჯერი მსოფლიო რეიტინგში, ტოპ-ხუთეულში ყოფნის ხანგრძლივობის მიხედვით ლეგენდარულ ამერიკელ ჯიმი კონორსს გაუთანაბრდა.

როჯერიც და კონორსიც საუკეთესო ტოპ-ხუთეულში 706 კვირა იყვნენ, მაგრამ შემდეგ კვირაში ფედერერი ისევ საუკეთესო ხუთეულში იქნება და ამ მაჩვენებლით კონორსს გადააასწრებს.

რაც შეეხება საუკეთესო ოთხეულში ყოფნას, აქ როჯერი უკვე რეკორდსმენია (670 კვირა) .

0.119277