ფეხბურთი

14:46 | 21.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაგრების „დინამოს“ მწვრთნელს თავს დაესხნენ

ზაგრების „დინამოს“ ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდის მთავარ მწვრთნელ მარიო ცვეტანოვიჩს უცნობები თავს დაესხნენ.

42 წლის სპეციალისტი საკუთარ სახლში შედიოდა, როდესაც ორი მამაკაცი თავს დაესხა და დაჭრა. ცვეტანოვიჩმა მოახერხა პოლიციისა და სასწრაფო დახმარების გამოძახება. მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ამჟამად თავს უკეთ გრძნობს.

„შეშფოთებული ვართ ამ აქტით და ფიზიკური ძალადობით, რომელსაც შეიძლებოდა ტრაგიკულ შედეგებამდე მივეყვანეთ. სამწუხაროდ, ეს იმის გამოძახილია, რაც ბოლო წლებში ჩვენი გუნდის გარშემო ხდებოდა. მოვუწოდებთ სახელმწიფო ორგანოებს, რომ მოახდინონ რეაგირება, თუ მაინცდამაინც ტრაგედია უნდა დატრიალდეს?!“ - წერია კლუბის განცხადებაში.

0.129472