თამაშგარე

10:50 | 21.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარია კირილენკო მსახიობობას შეეჭიდება

რუსი მეჩოგნე მარია კირლენკო 30 წლის ასაკს გადასცდა და რასაკვირველია ამ ცხოვრებაში უკვე ბევრი რამისა და ვინმეს ნახვა მოასწრო. ჩოგბურთის გარდა მარიას არაერთ თამამ ფოტოსესიაშიც მიუღია მონაწილეობა, მაგრამ დროის არქონის გამო მსახიობის ხელობის მოსინჯვაზე ყოველთვის უარზე იდგა.

ახლა მარიას ცხოვრებაში როგორც ჩანს მნიშვნელოვანი სიახლეებია და კირილენკოს ქალმა დიდი თავპატიჟის დადების გარეშე განაცხადა თანხმობა ერთ-ერთ რუსულ სერიალში მონაწილეობაზე, რომელიც ყოველდღე გადის და ჩვენს “ტკბილ“ სამეზობლოში საკმაოდ კარგი რეიტინგიც ჰქონია.

მარია კირილენკო ცხადია ყველა სერიაში ვერ ჩაერთვება, მაგრამ მისი როლი არცთუ მეორეხარისხოვანი იქნება და პროდიუსერები ალბათ უკვე ხელებს იფშვნეტენ იმის წარმოდგენისას, კირილენკოს ცნობადობას თუ რაოდენი წარმატების მოტანა შეუძლია სერიალისთვისაც და მათი ჯიბისთვისაც.

0.142943