ფეხბურთი

2:35 | 21.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ჰოფენჰაიმის" ზღაპარი მაინცში და გალიდერებული "დორტმუნდი"

გერმანიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურის თავზე დორტმუნდის “ბორუსია” ერთპიროვნულად გალიდერდა. პეტერ ბოშის გუნდმა ჰამბურგში გაისეირნა და 13 ქულა დააგროვა.

“ყვითლებს” მასპინძლებმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და ლოგიკური იყო ის ანგარიში, რომელიც ტაბლოზე დაფიქსირდა – 0:3. მორიგი გოლი გაიტანა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა. როგორც ჩანს, გაბონელი ისვე ბომბარდირის ტიტულს უმიზნებს.

“დორტმუნდი” ვერ გალიდერდებოდა, რომ არა “ჰანოვერის” დაკარგული ორი ქულა. ანდრე ბრაიტენრაიტერის გუნდმა გასვლაზე “ფრაიბურგს” ვერ მოუგო (1:1). თუმცა, ეს “ჰანოვერისთვის”, რომელიც ბუნდესლიგას წლეულს დაუბრუნდა, სულაც არაა წარუმატებლობა, რადგან კლუბი ჯერ კიდევ დაუმარცხებელია. “ფრაის” კი მოპოვებული ქულა ძალიან სჭირდებოდა, რადგან გასავარდნ ზონასთან ერთ ნაბიჯშია.

საოცარი მატჩი მოიგო “ჰოფენჰაიმმა. იულიან ნაგელსმანის ბიჭებმა ბრძოლისუნარიანობა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს და მაინციდან სამი ქულა წაიღეს. არადა, “სოფლელები” მე-16 წუთისთვის 0:2 აგებდნენ და ძნელად თუ იფიქრებდა ვინმე, რომ საბოლოოდ, “ჰოფე” გამარჯვბას მოიპოვებდა. მარკ უტის ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა კი “ჰოფენჰაიმის” მორიგი გამარჯვება გვაუწყა.

არაფერ შველის “ლევერკუზენს” – “ფარმაცევტები” გასულ სეზონის ჩაგდების მერე როგორც ჩანს, სიტუაციის შეცვლას ამჯერადაც ვერ ახერხებენ. “ბაიერი” მაჯერად დედაქალაქში ჩავიდა და ღირებულს ვერაფერს გახდა. “ჰერტამ” 2:1 მოიგო და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

გასულ სეზონზე თუ მისდგება საქმე, უნდა ვახსენოთ “კიოლნი”, რომელმაც ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. მაგრამ, წელს “თხები” ძალიან ცუდად იქცევიან – ხუთი მატჩიდან ხუთი წაგება და ბოლო ადგილი.

“კიოლნი” – “აინტრახტი” 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ჰალერი (22, პენ)

“ფრაიბურგი” – “ჰანოვერი” 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ჰარნიკი (65), 1:1 პეტერსენი (83)

“ჰამბურგი” – “დორტმუნდი” 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 კაგავა (24), 0:2 ობამეიანგი (63), 0:3 პულიშიჩი (79)

“ჰერტა” – “ლევერკუზენი” 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ლეჩკიე (16), 2:0 კალუ (24), 2:1 ბრანდტი (84)

“მაინცი” – “ჰოფენჰაიმი” 2:3 (2:2)

გოლები: 1:0 ლატცა (5), 2:0 მუტო (16), 2:1 ამირი (23), 2:2 ვაგნერი (45), 2:3 უტი (90)

თეგებიბუნდესლიგა
0.192878