ფეხბურთი

0:20 | 21.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სოსიედადმა” საუკეთესო ბომბარდირი შეინარჩუნა

“სოსიედადმა” გუნდის ერთ-ერთ ლიდერს და საუკეთესო ბომბარდირს ვილიან ჟოზეს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა, რომლის მიხედვითაც ბრაზილიელი ფეხბურთელი ბასკური კლუბის ღირსებას 2022 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.

“ჩური ურდინმა” ბრაზილიელი ფორვარდი 2016 წელს “მალდონადოდან” 6 მილიონ ევროდ დაიმატა. 25 წლის ფეხბურთელი “ანოეტაზე” უმალ დამკვიდრდა და გასულ სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში საკუთარ გუნდს 14 გოლით და 4 საგოლე გადაცემით დაეხმარა, ხოლო მიმდინარე სეზონში გამართულ 5 შეხვედრაში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის მითვლა მოასწრო.

0.149318